planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010021111236-150x150.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 9 წლის მოზარდის მკვლელობისთვის 10 წლიანი პატიმრობა უცვლელი დატოვა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, 15 წლის მსჯავრდებულებს ბრალი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედებათ. 2009 წლის აგვისტოს თვეში 15 წლის არასრულწლოვანებმა ჯართის შეგროვებაში დახმარების საბაბით, 9 წლის მოზარდი მოტყუებით ჩაიყვანეს მიტოვებულ სარდაფში, შეუკრეს ხელ-ფეხი და მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირი დაამყარეს. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მათ გაუპატიურებული მცირეწლოვანი თავში სამშენებლო ბლოკის ნატეხის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლეს. პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს და გამართლება ითხოვეს. სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზით, უტუარად დადასტურებულად მიიჩნია, არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სასჯელის ზომად მსჯავრდებულების ასაკის გათვალისწინებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო წესით მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts