planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tetrebi3-150x150.gifთელავის ბავშვთა სახლის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია “ექსპრესნიუსს” ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” პრესსამსახურმა მიაწოდა. .როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა აღმზრდელმა თამარ ბესაშვილმა განუცხადა, დირექტორმა ისინი ატესტაციაზე მოტყუებით გაგზავნა. მისივე თქმით, გაჩუმების შემთხვევაში, გუბერნატორის დავალებით, დირექტორი მათ სამსახურში აღდგენას დაპირდა, მაგრამ მხოლოდ ორი – სამი თვით. „დირექტორმა გვითხრა, ტრენინგზე მიდიხართო და სინამდვილეში ატესტაციაზე აღმოვჩნდით. 8 თანამშრომელი გაგვათავისუფლეს. სამსახურში მხოლოდ თავისი ახლობლები და ნათესავები დატოვა. მისამართიც კი არ მოგვცა, სად უნდა გაგვესაჩივრებინა გათავისუფლების ბრძანებები. ეხლა გვითხრა, ხელშეკრულებას გუბერნატორის ბრძანებით 2-3 თვით გაგიგრძელებთო, წინასაარჩევნოდ რომ გაგვაჩუმონ და მერე ისევ გაგვყრიან“, – აღნიშნა ბესაშვილმა. თელავის ბავშვთა სახლის დირექტორის ბესიკ აივაზაშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილი ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება. „ხელშეკრულება 35-ვე თანამშრომელს გაუფორმდება, თუმცა რა ვადით, ამას სააგენტო გადაწყვეტს, ვისაც ვექვემდებარებით. დიახ, გუბერნატორი ამის შესახებ საქმის კურსშია, მაგრამ ის არაფერში ჩარეულა“, – განაცხადა აივაზაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts