planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8D20T3ESNI/AAAAAAAADhY/rqI1zyjUO7E/s200/26791_1434133938358_1383237335_1188343_3896557_n.jpgმედიასაშუალებებით პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავებზე მომხდარი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. 2008 წლის ოქტომბერში ლეხ კაჩინსკის ბრიუსელში გამგზავრება ჩარტერული რეისით მოუხდა. მაშინ პრემიერ-მინიტრ ტუსკის კანცელარიამ პრეზიდენტს ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად სპეცთვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ მისცა.2008 წლის 2 დეკემბერს 20-გრადუსიანმა ყინვამ მწყობრიდან გამოიყვანა მონღოლეთში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი. იმ დღეს კაჩინსკი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ულან-ბატორიდან ტოკიოში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ თვითმფრინავის გაფუჭების გამო იძულებულ გახდა, მონღოლეთში შეჩერებულიყო. თვითმფრინავის მართვის მექანიზმის შეკეთება ვერ მოხერხდა და კაჩინსკი ტოკიოში 8-საათიანი დაგვიანებით, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. 3 დეკემბერს პოლონეთის მთავრობამ მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტისთვის საუკეთესო თვითმფრინავის ყიდვას არ აპირებს და ისეთ თვითმფრინავს შეუძენს, რომლითაც პრეზიდენტის ელემენტარული უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი კორეაში მაღალ ტურბოლენტურობის ზონაშიც მოხვდა. ძლიერი ქარის გამო, მფრინავმა ვერ შეძლო პრეზიდენტის თვითმფრინავის პირველ ცდაზე დასმა. იგი იძულებული გახდა, სიმაღლე აეღო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო სეულში დაფრენა. 2009 წლის 14 იანვარს თვითმფრინავის გაყინვის გამო პოლონეთის პრეზიდენტი დაგვიანებით გაფრინდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე. 2009 წლის 17 სექტემბერს მწყობრიდან გამოვიდა პოლონეთის სამთავრობო ორივე თვითმფრინავი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 სექტემბერს მოსკოვიდან ვარშავაში დაფრინდა ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში ხანგრძლივ რემონტზე იდგა. მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რადგან მეორე ტუ-154 ტიპის, პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავი რუსეთში კაპიტალურ რემონტზე იმყოფებოდა, პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში გამგზავრება სარეისო თვითმფრინავით მოუწევდა.[საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts