Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ზვიად ქარდავა – მომავალი ვარსკვლავი


Recommended Posts

12.04.2010

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8Im0FVimJI/AAAAAAAADiQ/YJ5Sb5Yf8gs/s200/mtavari.gifქართულმა კინომ, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაიბრუნა თავისი ადგილი მსოფლიო კინოსამყაროში. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – როცა ევროპა და ამერიკა რენესანსს განიცდიდა, მაშინ საქართველო სამოქალაქო ომში იყო ჩართული. მსახიობები და რეჟისორები გადასაღები მოედნებიდან პირდაპირ რეალურ ბრძოლის სცენაზე აღმოჩდნენ. ომის შემდგემ ქვეყნის განვითარებას გარკვეული დრო დასჭირდა. სახელმწიფო ბიუჯეტი ნელ–ნელა ივსებოდა. დაიწყო ახალი გზა განვითარებისკენ. ტელეეთერით გამოჩნდნენ ახალი სახეები. მოვიდა ახალი თაობა და კინომ ნულიდან დაიწყო კვლავ აღმოცენება. თაობამ, რმელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ომის საშინელება, უფრო ადვილად შეირგო მებრძოლის და ჯარისკაცის როლი. მათ რიცხვში აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუენტი ზვიად ქარდავა. ახალგაზრდა მსახიობი პარალელურად სამსახიობო სტუდიაშიც სწავლობს. მისი დიდი მონდომებისა და ნიჭის წყალობით რეჟისორმა ოთარ მიქელაძემ თავის ახალ ფილმში თავარ როლზე დაამტკიცა. ზვიადი დღეს „ღია ბოქლომის“ სტუმარია.

– როგორ მოხვდით კინოში და რა პრინციპით მოხდა თქვენი დატკიცება მთავარ როლზე?– უპირველესად მინდა მადლბა მოგიხადოთ, რომ ჩემით დაინტერესდით. რაც შეეხება როლს ეს შემთხვევითობა არ იყო. მივედი ქასტინგზე და რამდენიმე შესარჩევი ეტაპის შემდეგ დამამტკიცეს. ამ ფილმის გადაღება ძალიან დიხანს გაგრძელდა. სულ სამჯერ შეწყდა გადაღებები, მაგრამ ამჯერად საბედნიეროდ ყველა პრობლემა მოგვრებულია.

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8Imx_SjshI/AAAAAAAADiA/SoLNRQ5MiNo/s200/2.gif– თქვენი ფიზიკური მომხიბლელობის წყალობით ალბათ არაერთხელ შემოუთავაზებიათ მოდელობა.– დიახ, გამოგიტყდებით, რომ ასეთი შემოთავაზება ბევრჯერ მქონია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად მილანში და ბარსელონაში, მაგრამ თქვენ წაკითხული გექნებათ ჩემი ინტერვიუები, სადაც განვაცხადე, რომ ამაზე უარი ვთქვი. და საერთოდ, ვთვლი, რომ მოდელობა არამამაკაცურია და ამით არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ.

– სხვა მოწვევები თუ გაქვთ კინოში ან თეატრში?–არის რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება. მათ შრის ამერიკულ–ქართული, გერმანულ–ქართული პროექტები, ადგილობრივი კინსტუდიები. მარჯანიშვილის თეატრმა შემომთავაზა თანამშრომლბა... ამ დროისათვის ფილმის გადაღებით ვარ დაკავებული და სხვა რამეზე ჯერ არ ვფიქრობ. დანარჩენი მომავლის საქმეა...

– ვიცი, რომ პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიასთან დიდი მეგობრობა გაკაშირებს.– მართალია! ირაკლი ჩემი მეგობარია. მას ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან მას ისედაც კარგად იცნობს არა მატო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ის არის კეთილი, პატიოსანი, უღალატო ადამიანი. ვისაც მასთან თუნდაც წამიერი ურთიერთობა ჰქონია, ჩემს სიტყვებში დამეთანხმება.

–გვესაუბრეთ თქვენს თავზე, როგორი პიროვნება ხართ?–ვარ თავმდაბალი ადამიანი და სხვაშიც იგივეს ვაფასებ, ვგმობ სიამაყეს. ადამიანში ადამიანობას ვაფასებ...

– მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე?–მე ვარ სტუდენტი და ჯერ უნდა ვისწავლო. სამსახიბო სტუდიაში სწავლას მაისში მოვრჩები. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით რადგან წინასწარ ლაპარაკი არ მიყვას. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელიც ყველა კინოსთან არის დაკავშირებული.

[მოამზადა ლია შამათავამ]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

2907431438646605030-8011236406118729473?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...