Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- პოლონელი დეპუტატი ავიაკატასტროფაში მოსკოვს ადანაშაულებს


Recommended Posts

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8R5OmCtXvI/AAAAAAAADi4/kqo3Rjl6aqc/s200/26791_1434175059386_1383237335_1188523_686854_n.jpgმე მოსკოვს ვადანაშაულებ, - ამ სათაურით აქვეყნებს პოლონური გაზეთი "Nasz Dziennik" სეიმის დეპუტატ არტურ გურსკისთან ინტერვიუს.

გურსკი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი ძმის დაარსებული პარტიის “კანონი და სამართლიანობა” წევრია.

გაზეთის შეკითხვაზე, რომ სოლენსკთან მომხდარი ტრაგედიას რუსეთის მხრიდან მთელი რიგი ღონისძიებები მოჰყვა, რაც შეშფოთებას იწვევს, გურსკი პასუხობს, რომ “რუსები პოლონელებს ატყუებენ”.

“რუსეთს უკვე დარწმუნებულია, რომ ტრაგედიაში მფრინავია დამნაშავე ან უფრო მეტიც - თავად პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც კატინის ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან სურდა”, - აცხადებს გურსკი.

მისივე თქმით, თვითმფრინავის დაშვებამდე შეიქმნა ვითარება, რამაც ტრაგედია გამოიწვია.

“კატასტროფამდე იკვეთება მოვლენათა ორი ვერსია და ორივე მათგანი რუსეთის როლზე მიუთითებს. მოსკოვს უდავოდ აკისრია პასუხისმგებლობა მომხდარზე. ერთი რამ ცხადია, ბუნდოვანი ფაქტები ამ საქმეში ბევრია. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავმა ოთხჯერ სცადა დაშვება და ოთხივეჯერ რუსმა ოპერატორებმა ამის უფლება არ მისცეს. მათ ლაინერს დაჯდომა მინსკში ან მოსკოვში შესთავაზეს. მიზეზად კი უცნაური რამ - ნისლი, ნავიგაციის გაუმართავი სისტემა და მოკლე დასაფრენი ბილიკი დაასახელეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ტრაგედიამდე ერთი საათით ადერე ამავე აეროდრომზე ჟურნალისტებით სავსე თვითმფრინავე დაეშვა, ხოლო რამდენიმე დღით ადრე - პრემიერების დონალდ ტუსკისა და ვლადიმერ პუტნის. მეორე ვერსიისთ, დისპეტჩერებმა პილოტს არასწორი კოორდინატები მისცეს, რის შედეგადაც პილოტმა უკვე ლაინერის მაღლა აწევა ვერ მოახერხა, ხეებს წამოედო და ჩამოვარდა. ვშიშობ, რომ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ”, - აღნიშნავს გურსკი.

პოლონელი დეპუტატი აცხადებს, რომ ცხედრების მოსკოვში გადასვენება არ იყო მართალი. გარდა ამისა, რუსებს არ სურთ, პოლონელები საგამოძიებო მასალებთან, მათ შორის “შავი ყუთთან” დაუშვან.

“სამოქალაქო პლატფორმის” პოლიტიკოსებმა ამ საქმეში რუსეთს ხელები გაუხსნეს. სხვა როგორ უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პუტინის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით მიმართეს მაშინ, როცა რუსებმა უკვე ყველაფერი გამოიძიეს და მომხდარი პოლონელებს დააბრალეს”, - განაცხადა გურსკიმ.

პოლონელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მოსკოვს არ სურდა, კაჩინსკი კატინში ჩასულიყო. “პუტინისა და ტუსკის მონაწილეობით გამართული კატინის მემორიალური ღონისძიება რუსეთის გამარჯვება იყო, რადგან პუტინმა მოახერხა მსოფლიოსთვის კატინის ტრაგედიის რუსული ვერსია მიეწოდებინა, დონალდ ტუსკი კი ინსტრუმენტად გამოიყენა. რუსებს სურდათ, კაჩინსკის არ მიეღო მონაწილეობა 10 აპრილისთვის დაგეგმილ ღოსნიძიებაში, რათა პუტინის გზავნილი ლეხ კაჩინსკის გზავნილს არ გადაეფარა. კაჩინსკის არ ეშინოდა, რუსეთის ქმედებებისთვის მკაცრი შეფასებები მიეცა” - აცხადებს გურსკი.

მისივე თქმით, რუსებმა ტრაგედიის ადგილი სასწრაფოდ დახურეს და მხოლოდ თავიანთი ოპერმუშაკები შეუშვეს, პოლოენლ ჟურნალისტებს ჩანაწერები ჩამოართვეს, ფოტოები და ვიდეოფირები წაუშალეს, მობილურმა ოპერატორებმა კი ადგილზე მუშაობა შეწყვიტეს.

“ყველა ინფორმაცია, რომელსაც რუსული საინფორმაციო საშაულებები გადასცემენ, რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. რუსებმა თავიანთი პროპაგანდისტული მანქანა ჩართეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს კატასტროფის მათეული ვერსია”, - განაცხადა გურსკიმ.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე2907431438646605030-6958164738183015264?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...