Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- 39 წლის ასაკში მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა


Recommended Posts

http://3.bp.blogspot.com/_R9GjaZZW4cE/S8Rlm8TFrRI/AAAAAAAAAIs/xyHpBsK6yKQ/s200/gomelauri.jpgდღეს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 39 წლის ასაკში მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა.

გომელაურს მონაწილეობა უნდა მიეღო ფონდ "იავნანას" გუშინდელ საქველმომედო საღამოში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მონაწილეობა ვერ შეძლო.

ფონდმა მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ნიკო გომელაურს ეკუთვნის "იავნანას" ცნობილი სლოგანიც - "მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი".

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი" ითამაშა.

ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.

მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

 

ნიკო გომელაურს შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ. მსახიობი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული.

გომელაურის საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებში თავმოყრილი არიან მისი ახლობლები და თაყვანისმცემლები.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

 

გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე2907431438646605030-4932278147328116533?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...