planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://1.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S8CkGgXIlKI/AAAAAAAAAjQ/w_Z7EVXV_Rs/s200/aac64eb60ad1c965a1e04e7b2bdcb4d2.jpgსმოლენსკის აეროპორტის სიახლოვე,.. მოსკოვის დროით, 10 საათი და 56 წუთი.. რუსული ტუ-145, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე, მარია კაჩინსკი იმოფებოდნენ, ძლიერი ნისლის გამო, ხეებს წამოედო და ჩამოვარდა, – ასეთია ტრაგედიის ოფიციალური ქრონიკა.თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდნენ პოლონეთის დევნილობაში მყოფი ბოლო პრეზიდენტი რიჩარდ კაჩაროვსკი, პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორი იანუშ კუტირკა, პოლონეთის მხედრობის ეპისკოპოსი, გენერალი თადეუს პლოშკი, პოლონეთის არმიაში მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მირონ ჩოდაკოვსკი, პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სლავომირ სკრიპესკი... სულ 132 ადამიანი. ყველა მგზავრი დაიღუპა.პოლონეთის 50-კაციანი ოფიციალური დელეგაცია, რომელიც სეიმისა და სენატის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, სმოლენსკში, კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა. კატინის ტყეში წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი გაწყვიტა.1943 წელს, რუსული ოკუპაციის მიზეზით, დევნილობაში მყოფი პოლონელი გენერალი სიკორსკი გიბრალტართან ახლოს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ქარიზმატული და ანტისაბჭოური განწყობებით გამორჩეული ლიდერის დაღუპვამ სულ მალე მოსკოვს პოლონეთის გასაბჭოება გაუადვილა.საინტერესოა, რომ სიკორსკი, ისევე როგორც კაჩინსკი, ქართველი ხალხისადმი განსაკუთრებული სიმპათიებით იყო ცნობილი. მის უახლოეს გარემოცვაში დევნილობაში მყოფი მრავალი ქართველი ოფიცერი იყო და მათთან ერთად, დაპყრობილი საქართველოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე შეძლებისდაგვარად ცდილობდა.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts