planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ეროვნული ფორუმის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. ამის შესახებ სანიკიძმე დღეს “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და დასძინა, რომ ბიშკეკის მოვლენების გამეორებას თბილისში, ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 გამაგებინეთ რა-თუ არ იბრძვით, როგორ მოიგებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 რა გებიშკეკებათ თქვე დალოცვილისშვილებო? ბარემ პუტინს დაურეკეთ და დაუჩოქეთ ბლიად .. ვინ მოგყავთ სააკაშვილის მაგივრად? წიწიბურა? ანზოროვნა? ალასანია? ნოღა? შალიკო? ვინ? და სააკაშვილზე დამოუკიდებლები არიან? გაიგეთ ბოლო ბოლო რომ ამ გარედან მართულმა ფსევდო პოლიტიკოსებმა გადააჯვეს მაგ ქვეყანას თავზე და არა პაპა კარლომ ... ჯერ ხალხი მოვიდეს აზრზე და შეცვალეთ სააკაშვილი .. თუ მანამდე ვაშინგტონმა და მოსკოვმა არ შეუსრულეს გურჯისტანს კიდევ ერთი დედისმდღვნელი აკორდი .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 asds ვინ მოგყავთ სააკაშვილის მაგივრად? წიწიბურა? ანზოროვნა? ალასანია? ნოღა? შალიკო? ვინ?ვინ და მორფიკა.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 აი ფორუმის პოზიცია ვერ გავიგე რა...თბილისის აქციებით ვერ მოვუგებთო..არჩევნებით ვერ მოვუგებთო...აბა რა უნდათ? ბრძენთა ბრძენებს გვეთამაშებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
JuBa Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 newstudio რა უნდათ და ფული, როგორც ყველას ალბათ ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 (edited) გუბაზ სანიკიძე: "ქართულ მხარეს სისულელეების გარდა აფხაზებისთვის "შემოსაბრუნებელი" არაფერი შეუთავაზებია" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქართულ მხარეს სისულელეების გარდა აფხაზებისთვის "შემოსაბრუნებელი" არაფერი შეუთავაზებია. როგორც სანიკიძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ აფხაზებს ქართველების მიმართ სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა ჰქონდათ იმის შესახებ, "რა გავაკეთეთ მათ შემოსაბრუნებლად". "აფხაზებს გადარჩენის პრობლემა აქვთ და ამ დროს ჩვენ მათთვის სისულელეების გარდა, რაიმე ფასეული არაფერი შეგვითავაზებია. სააკაშვილის "ცელქობის" გამო კი დღეს აფხაზები და ოსები ერთ ფრონტზე იბრძვიან", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი პოლიტიკურ ერთეულად საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს აღარ ითვლებოდა, თუმცა, მას ეს სტატუსი სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღუდგინეს. "ფორუმი" ოპოზიციურ სპექტრს საქმის ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიყვანას სთავაზობს "პირველი" "ეროვნული ფორუმი" ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის ბრძოლას და საქმის ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიყვანას სთავაზობს. ამის შესახებ "ფორუმელების" იდეოლოგიურმა მდივანმა გუბაზ სანიკიძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. "1995 წლიდან ერთი და იგივე პოლიტიკური ბანდა აყალბებს არჩევნებს. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ბრძოლას და საქმის ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანას. "ფორუმი" პოლიტიკურ პარტნიორებს სწორედ იმ ნიშნით აირჩევს, ვინც ამ საკითხში დაგვეთანხმება, თუმცა, ერთადერთი, ვის გვერდითაც არ დავდგებით, ნოღაიდელია", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, "ამის გაკეთების შანსი ოპოზიციას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, საქმე ბოლომდე არ მიიყვანა". გუბაზ სანიკიძის შეფასებით, "ქართველი ოპოზიციონერების მოსკოვური ვოაჟები არაფრის მომტანი და უშედეგოა" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერები რუსეთში ტყუილად დადიან. როგორც სანიკიძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, არ თვლის, რომ ნოღაიდელი ან სხვა რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც კრემლის წარმომადგენლებს ხვდება, ან მომავალში შეხვდება, მოღალატეა, თუმცა, თვლის, რომ მათი მოსკოვური ვოაჟები არაფრის მომტანი და უშედეგოა. "რუსეთთან ურთიერთობა ახალი ხელისუფლების პირობებში უნდა აღდგეს. ამჯერად კი ამ საკითხის დადებითად გადაჭრას არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა სანიკიძემ, რომლისთვისაც გაუგებარია, "როგორ უნდა მოაგვაროს ოპოზიციამ დევნილების კოდორსა და ახალგორში დაბრუნების საკითხი". გუბაზ სანიკიძე: "თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. ამის შესახებ სანიკიძემ დღეს “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და დასძინა, რომ ბიშკეკის მოვლენების გამეორებას თბილისში ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება. "საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც არ ჩანან და უცებ გამოჩნდებიან ხოლმე. ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ არ შემცირებულა. ბიშკეკის მოვლენების განმეორება რეალური საფრთხეა და ამის მცდელობა იქნება კიდეც, რასაც ძალიან ცუდი ამბები – დახვრეტები, სახლში შევარდნები და სისხლისღვრა მოჰყვება, რაც ქვეყანის არსებობას დაასრულებს", - განაცხადა სანიკიძემ. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი შიშობს, რომ თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორებას ხელისუფლების ნაწილი შეეცდება და სიტუაციის პროვოცირება მათ მიერ მოხდება. "ეს ხელისუფლება უკვე ფინიშის ზღვარზეა, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორ გავუშვებთ მას - სისხლით თუ უსისხლოდ. იფიქროს ხელისუფლებამ ამ ყველაფერზე, ჩაატაროს წესიერად არჩევნები, რა შემთხვევაშიც აუცილებლად წააგებს", - დასძინა სანიკიძემ. გუბაზ სანიკიძის შეფასებით, უცხოელი დამკვირვებლები მხოლოდ სტატუსს ამართლებენ "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, უცხოელი დამკვირვებლები მხოლოდ სტატუსს ამართლებენ. როგორც "ფორუმელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ის საერთაშორისო დამკვირვებლებისგან არაფერს ელის. "დასავლეთს საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს. უცხოელი დამკვირვებლების მხრიდან არაფერს ველი, ისინი ჩამოვლენ, დააკვირდებიან და წავლენ, ეს არის და ეს", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, დღეს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის და საქართველოს მიმართ იდენტურია და “ეროვნული ფორუმის” ამოცანა სწორედ ამ ტენდენციების დაშორიშორებაა. გუბაზ სანიკიძე: "საზოგადოებამ არჩევანი "ეროვნულ ფორუმსა" და ზურაბ ნოღაიდელს შორის უნდა გააკეთოს" "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივნის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საზოგადოებამ არჩევანი "ეროვნულ ფორუმსა" და "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს - ზურაბ ნოღაიდელს შორის უნდა გააკეთოს. ეს განცხადება სანიკიძემ "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. "დღეს საკითხი ასე დგას: "ფორუმი" თუ ნოღაიდელი. ჩვენ მასთან ერთად არ დავდგებით, ამიტომ საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი ჩვენსა და ყოფილ პრემიერს შორის უნდა გააკეთოს", - განაცხადა სანიკიძემ. ამასთან, მან “დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და ნოღაიდელს შორის არსებულ განსხვავებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობით განსხვავდებიან. "ბურჯანაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამით პირველ რიგში, საკუთარი თავი აზარალა, თუმცა მასსა და ნოღაიდელს შორის განსხვავება ისაა, რომ ბურჯანაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია, ნოღაიდელი კი საქართველოს ეკონომიკის ხერხემალში გადატეხვის თავიდათავია", - დასძინა სანიკიძემ. გუბაზ სანიკიძე ალიანსსა და "ფორუმს" შორის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს "პირველი" "ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე "ალიანსს საქართველოსთვის" და "ეროვნულ ფორუმს" შორის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. ალიანსთან უშედეგო მოლაპარაკებების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა და შეუთანხმებლობის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ "ფორუმს" დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი. "ალიანსი დაგეგმილ არჩევნებში მათ მხარდაჭერას გვთავზობდა, ჩვენ კი შევთავაზეთ, რომ მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა", - განაცხადა სანიკიძემ. http://forumi.ge/ Edited April 16, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 Blaugranator რა უნდა ფორუმს, იქნებ შენ მაინც მითხრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ვინ მოგყავთ სააკაშვილის მაგივრად? წიწიბურა? ანზოროვნა? ალასანია? ნოღა? შალიკო? ვინ?ყოყოითი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 (edited) newstudio როგორც ინტერვიუებიდან ჩანს 1) არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას რადგან აზრი არ აქვს. ოპო მერი რომც აირჩიონ ეს თვით მართველობის არჩევნები არაფერს წყვეტს ქვეყანაში, შიზოფრენიკი პრეზიდენტი და მისი ბანდა მაინც რჩებიან სკამებზე. ქვეყანაში კი რეალური თვითმმართველობაც არ არსებობს, ვინაიდან მათ არ გააცნიათ საკუთარი ბიუჯეტი. მერად გახდომის შემთხვევაში ალასანიას ან ისევ საპროტესტო აქციების მოწყობა მოუწევს (ქალაქისთვის ფულის გამოსაყოფად) ან სააკაშვილის თანაპარტიელობა + ამას უკვე ნათლად ჩანს რომ ნაცები გაყალბებისთვის ემზადებიან 2) არც ბიშკეკიზაციაში, რადგან მათი აზრით ეს ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნება 3) ფორუმი პარტიებს სთავაზობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობაზებაზე მუშაობას, რადგან სააკაშვილს შეუძლია რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს და ისიც უპრობლემოდ გააყალბოს. სანამ წესიერი გარემო არ იქნება მიღწეული, აზრი არ ექნება არჩევნებში მონაწილეობას. ამ გარემოს ცვლილებაზე მუშაობას კი უნდა მოჰყვეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თუ როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, ამას მაისი დასაწყისში პარტიიი ყრილობაზე გამოაცხადებენ. ეს აზრი გამოვიტანე მათი ინტერვიუებიდან, მეტი არაფერი არ ვიცი, ვინაიდან პარტიის წევრი ნამდვილად არ ვარ დანარჩენს ალბათ პრეკურსორი შემოვა და დაწერს Edited April 16, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 (edited) ეროვნული ფორუმის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს.საინტერესოა, ვის მოიაზრებს ძალით მიშას ჩამომგდებთა სიაში? :uh: თორემ პაჟალუისტა აი, ეს კი მართლა იქნება კლანების ბრძოლა, რადგან ნორმალური და წესიერი არავინ მიიღებს მაგაში მონაწილეობას. ამ გარემოს ცვლილებაზე მუშაობას კი უნდა მოჰყვეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თუ როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, ამას მაისი დასაწყისში პარტიიი ყრილობაზე გამოაცხადებენ.გარემო "სულ ან არაფრის კანონის" პრინციპით ამ ქვეყანაში არ მგონია, შეიცვალოს გუბაზს რაღაც იმდაგვარის გაკეთება უნდა, რაც 1989 წელში გააკეთა გამსახურდიამ: ოპოზიციამ ჩაშალა არჩევნები რაღაც ყურით მოთრეული საბაბით, სინამდვილეში კი უბრალოდ ხვდებოდნენ, რომ არ იყვნენ მზად. მაშინ ეს ნამდვილად კარგად გამოუვიდათ. მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა: კომუნისტური ხელისუფლება მაშინ ისე არ ებღაუჭებოდა სკამებს, მათ იცოდნენ ის, რაც ჩვენ -- უბრალო მოკვდავებმა არ ვიცოდით -- რომ სოციალისტური საკუთრების დენაციონალიზაცია დაიწყო. ისინი ფარულად უფრო პრივატიზაციაზე იყვნენ გადასულები. ეროვნული მოძრაობის ძალები კი პოლიტიკურ უპირატესობას ფლობდნენ და ამას სჯერდებოდნენ. ხელისუფლება და დემოკრატიული გარდაქმნები სულ ნაგლეჯ-ნაგლეჯ უნდა მოვიპოვოთ, ამ ეტაპზე სხვანაირად არ გამოდის. Edited April 16, 2010 by Pompiero Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 აი ფორუმის პოზიცია ვერ გავიგე რა...თბილისის აქციებით ვერ მოვუგებთო..არჩევნებით ვერ მოვუგებთოხოდა დამიჯერეთ მე ომის მოგება აქციებით და არჩევნებით არ არსებობს. ომია გამოცხადებული: ნაცები ებრძვიან არანაცებს, კტო ნე ს ნამი ტოტ ნაშ ვრაგ-ის პრინციპი აქვთ არჩეული, ვერ ამჩნევთ? რა დროის არჩევნები და აქციებია? "საცა ვიწროა იქ გაწყდეს " არის საჭირო, თუ არა და ისმინეთ მაშინ დარჩიაშვილის მოძღვრებები. ისე, დარჩიაშვილზე გამახსენდა, ორი დღის წინ იყვნენ დარჩიაშვილი და ვიღაცა იყო, ნაცი, ალეკოს ბარიერში. ვინ იყო ის ნაცი, დარჩიაშვილის გვერდზე რომ იჯდა? თქვე დალოცვილებო (ნაცებს მივმართავ), ეგეთი ადამიანები თუ გყავთ, რაღა კარდუებს და დარჩიაშვილებს ალაპარაკებთ? პირველად ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გამიჩნდა სიმპატიები ნაციონალი ადამიანის მიმართ. არანაირი ცინიზმი, რელურად შეფასება სიტუაციის, მოსმენა, დალაგებული საუბარი.. ვერ გავიგე, შეგნებულად აპიარებთ კარდუებს და დარჩიაშვილებს, ეგეთი ადამიანები თუ გყავთ? რა შუაში იყო აქ ეს მარა რავი გამახსენდა რა :uh: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 6 წლის განმავლობაში გამიჩნდა სიმპატიები ნაციონალი ადამიანის მიმართშენდა სამწუხაროდ მინდა გითხრა რომ ნაცი არ იყო , რომელიღაცა ენჯეოს წარმომადგენელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zen Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 აჰა, ესე იგი საფრთხეა ხომ? ანუ ამათი მითიური "დაუმორჩილებლობა" უნდა აირჩიოს ხალხმა, რომელიც 2036 წელს შეიძლება განხორციელდეს, ისიც მხოლოდ თერჯოლის რაიონში და არა რეალური ქმედებები? ))) აი ჟოპოზიცია ამას ჰქვია, ესენი გრეჩიხაზე უარესები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 zenრა რეალური ქმედებები?აბა რომელ რეალურ ქმედებებზე ამბობ ისიც გვითხარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.