planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/53293498-150x150.jpgცხინვალის რეგიონი შიმშილის ზღვარზეა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ცხინვალიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა აცნობეს. მათი განცხადებით, ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტია. ქალაქ ცხინვალის და მიმდებარე სოფლების სასურსათო მაღაზიები ცარიელია, რაც მოსახლეობის მწვავე პროტესტს იწვევს. როგორც “ექსპრესნიუსს” არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა განუცხადეს, ვლადიკავკაზიდან შემოტანილი სურსათი ვერ აკმაყოფილებს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მოთხოვნებს. მათივე ინფორმაციით, ვლადიკავკაზიდან ცხინვალში შემოტანილი სურსათის 90%, ჯავაში დისლოცირებული რუსი სამხედროები ყიდულობენ, რითაც რეგიონის მოსახლეობას პრაქტიკულად მშივრებს ტოვებენ. ,,ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ ვლადიკავკაზიდან და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებიდან შემოტანილ სურსათს სამმაგი ფასები ადევს, მოსახლეობას კი საარსებო მინიმუმიც არ გააჩნია და სურსათის შეძენის საშუალება არ აქვთ. ახალგაზრდობა იძულებულია ,,რესპუბლიკა” დატოვონ,”- განაცხადეს ცხინვალელმა უფლებადამცველებმა. ცხინვალში არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, აქციის გამართვას გეგმავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts