planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/avanightap1-150x150.jpgკომპანია “აირზენამ” დღეს ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი რეისების დიდი ნაწილი გადადო. აღნიშნული შეფერხების მიზეზი, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გახდა. ჰაერში გაფანტული ვულკანური ფერფლი შეუძლებელს ხდის უსაფრთხო ფრენების განხორციელებას. ვულკანის ამოფრქვევამ ევროპის 16 ქვეყანაში ავიარეისების გაუქმება გამოიწვია. საერთაშორისო რეისები გაუქმდა დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში. საფრანგეთმა ქვეყნის ჩრდილოეთში 24 აეროპორტი დახურა. მუშაობა შეწყვიტეს ბერლინის, ჰამბურგისა და ფრანქფურტის აეროპორტებმაც. ჰაერში გაფანტული ვულკანური ფერფლის გამო ევროპის მიმართულებით რეისები გადადეს აზიურმა ქვეყნებმაც ევროპაში გამგზავრებას ვერც ა.შ.შ. დან ახერხებენ. შეფერხებები სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts