planetanews Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/lex-kachenski-panashvidi1-150x150.jpgპოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დომენკო ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკისა და მთავრობის წევრების ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით თანაგრძნობისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის. დომენკოს ქართველი ხალხისადმი მიმართვას ქართული ტელევიზიები გაავრცელებენ. დომენკოს განცხადებით, ქართველი ხალხის თანადგომას იგი მათთან შეხვედრისას თვალებში კითხულობს. რაც შეეხება კატასტროფის მიზეზებს დომენკო აცხადებს, რომ იგი ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ტრაგიკული დაღუპვა უბედური შემთხვევა იყო. ,,ყველაფერი კეთდება, რომ დადგინდეს კატასტროფის მიზეზები’’, – აღნიშნავს ელჩი. ამასთან, პოლონეთის ელჩი ქართველ ხალხს მოუწოდებს პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაკრძალვის დღეს მათი სულებისთვის ილოცონ. შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავა. ავიაკატასტროფა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 10 აპრილს მოხდა. უბედურ შემთხვევას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკა, პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ემსხვერპლნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts