shamili Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ირაკლი ალასანია - “მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სერიოზულად დაიწყოს საქართველომ ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან” “აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს. დღეს უკვე ნათლად დგება ის პრობლემა, თუ როგორ შევქმნით რეგიონული უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, რომელიც საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაში ხელს შეუწყობს... ამ მხრივ, მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სერიოზულად დაიწყოს საქართველომ ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი” / ირაკლი ალასანიას აზრით, თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას.“მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რეალურად დაიწყებს გზების ძიებას, როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან. მე დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ვერ ვხედავ, რომ რამე ფორმით მაინც შეიცვალოს არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ. მაგრამ, ამასთანავე, რაც მალე მოხდება ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ერთმნიშვნელოვნად წინ წასწევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ გვჭირდება, რომ განვვითარდეთ, მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას, რათა განვავითაროთ საკუთარი ეკონომიკა, დავიწყოთ აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების გზით სიარული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.“მივიჩნევ, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. სწორედ სასიცოცხლო ინტერესებში შედის ჩვენს იმ მეზობელთან, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელია, ურთიერთობების ნორმალურ ფარგლებში ჩაყენება. თავიდანვე გითხარით, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩინა ჩემმა შეხვედრამ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-რუსული ურთიერთობის მომავალზე და მისი მხრიდანაც დავინახე სურვილი, რომ ეს ერთიერთობები ბევრად უფრო ნორმალიზებული იყოს და წარიმართოს მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პირობებში. სწორედ ამ საუბრებში გამოითქვა ის მოსაზრება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა იქნება დასაწყისი ეტაპი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი ბევრად უფრო პრობლემურ და მწვავე საკითხების გადაწყვეტაზე”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“მე ასევე დავინახე, რომ ორმხრივ სახელმწიფო ურთიერთობებში არც ერთი საკითხი არ არის, რომლის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში ორმა ქვეყანამ ვერ შეძლოს. ამიტომაც დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს ასეთი ინტეგრაციული პროცესები, როცა ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ, ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საფრთხეები, რომ იქ ვითარების გამწვავება ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრისთვის წარმოადგენს საფრთხეს. პანკისის მოვლენები ყველას კარგად გვახსოვს და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს განმეორდეს. ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესშიც. ამიტომაც მგონია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი. რაც მთავარია, ჩვენ ამის ჩვენი ინტერესისთვის გამოყენება უნდა შევძლოთ”, - დასძენს ირაკლი ალასანია.“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და მე უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ შს მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, როცა საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის სტაბილური ჩრდილოეთი კავკასია. გამწვავების შემთხვევაში საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც მოახერხებს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობებში ნდობის გაჩენას, მათთან მოლაპარაკების დაწყებას ევროპული სტრუქტურების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისთვის, შეძლებს ერთიან სივრცეში თანაცხოვრებაზე თანხმობის მიღწევას”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.“ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით. ეს, ჩემი აზრით, საქართთველოს უსაფრთხოებისა და განვითარების მთავარი წინააღმდეგობაა, რომლის დაძლევა, ასევე დასავლელ პარტნიორებთან ერთად შესაძლებელი გახდება, თუკი ჩვენ დროულად დავიწყებთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან... ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეთ იზოლაციაში, რომლის ნიშნები დღეს უკვე გაჩენილია. მე თუნდაც მიუნხენის კონფერენციიდან დამრჩა ისეთი განწყობა, რომ ჩვენს პარტნიორებთანაც კი საქართველომ რეალურად სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯების შემდეგ დაიწია პრიორიტეტებში და ეს სასწრაფოდ შესაცვლელია”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ის, რომ ობამა არ შეხვდა სააკაშვილს, რეალურად ნიშნავს თუ არა, რომ აშშ საქართველოს ისეთი აქტიური მხარდამჭერი აღარ იქნება?” - პასუხობს:“აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვისაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო ძალიან მტკივნეულად აღქმული, როცა ობამა არ შეხვდა სააკაშვილს. მით უმეტეს, რომ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონია... ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო და იგივე აშშ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზაზე მთავარ ნიშანს და შემდეგ უკვე ამაზე ააშენებს საკუთარ ურთიერთობას სააკაშვილის მთავრობასთან... სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს აღარ აქვს შესაძლებლობა, გამართოს მსოფლიო ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები და ეს ნიშნავს, რომ მისი ხელისუფლება ექცევა იზოლაციაში. ქვეყანაში ცვლილებები იქნება საწინდარი, რომ ჩვენ დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, ასევე მუზობლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 (edited) ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ვერც ამ ხელისუფლებას ვატყობ საიმისოს ვერაფერს რო რუსეთთან კომპრომისზე არ წავა და დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენს რუსეთთან სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე. არადა ის პარტია რომლის ყველაზე დიდი იმედიც მაქვს და რომელიც ყველაზე ეროვნული, პროდასავლური და ანტირუსული პოზიციით გამოირჩევა და დეოკუპაციამდე გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რეგისტრაციაში არ გაატარეს ( მერაბ კოსტავას საზოგადოება ) Edited April 16, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ვერც ამ ხელისუფლებას ვატყობ საიმისოს ვერაფერს რო რუსეთთან კომპრომისზე არ წავა და დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენს რუსეთთან სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე. არადა ის პარტია რომლის ყველაზე დიდი იმედიც მაქვს და რომელიც ყველაზე ეროვნული, პროდასავლური და ანტირუსული პოზიციით გამოირჩევა და დეოკუპაციამდე გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რეგისტრაციაში არ გაატარეს ( მერაბ კოსტავას საზოგადოება )ფსიქოს წარდგენა აუცილებელია პარტიის რეგისტრაციისას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ს რო რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. არადა ის პარტია რომლის ყველაზე დიდი იმედიც მაქვს და რომელიც ყველაზე ეროვნული, პროდასავლური და ანტირუსული პოზიციით გამოირჩევა და დეოკუპაციამდე გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რეგისტრაციაში არ გაატარეს ( მერაბ კოსტავას საზოგადოება )კოსტავას საზოგადოების იმედი ადამიას და კუპრეიშვილს აღარ აქვს და თუ შენ გაქვს...... ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე , ჩემი დადებული ვიდეოს გმირი რაღაცით წააგავს ვაჟას ადამია ტყუილად უზით ციხეში .პს- შამილ ბატონო , ალასანიას სიტყვა თავიდან ბოლომდე კარგად გადაიკითხე . და "ეროვნული" ემოციები გადადევი იქით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 shamili არადა ის პარტია რომლის ყველაზე დიდი იმედიც მაქვს და რომელიც ყველაზე ეროვნული, პროდასავლური და ანტირუსული პოზიციით გამოირჩევა და დეოკუპაციამდე გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რეგისტრაციაში არ გაატარეს ( მერაბ კოსტავას საზოგადოება )1. სად წაიკითხეთ მანდ რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღსდგეს.2.მერაბ კოსტავას საზოგადოება და სხვები რეგისტრაციაში იმიტომ არ გაატარეს, რომ 30 000 ხელმოწერა ვერ შეაგროვეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 (edited) კარგად წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ვხედავ რომ შევარდნაძის ახალგაზრდა მაკეტი ბრუნდება პოლიტიკაში შევარდნაძისეული ორმაგი თამაშით. სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც აღაედგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან და სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას არ წარმართავს ანტირუსული კუთხით საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი წვრილმანი პუნქტის გათვლით. საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია მოხდება მას შემდეგ რაც საქართველო გახდება ამერიკის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე და ამ მოკავშირეობის საფუძველზე მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება. დავიბრუნებთ ან იარაღის ძალით, ან რუსების მხრიდან ამ იარაღის შიშით ( ამერიკულ გამანადგურებელ ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, ანტიბირთვული, სარაკეტო ტექნიკას ვგულისხმობ ) მე არ ვამბობ რომ ომი გარდაუვალია, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ რამდენიმე წელიწადში არ გავიდა რუსეთი საქართველოს სრული ტერიტორიიდან და იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ რომ არც ამერიკის ზეწოლამ არ გამოიღო შედეგი. თუმცა რა თქმა უნდა უმჯობესია დიპლომატიური ომით დაბრუნება ( და არა რუსეთთან მოლაპარაკებით, ასეთი რაღაც უბრალოდ გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ რუსეთი საქართველოში განლაგებულ ამერიკის გამანადგურებელ ტექნიკას არ დაინახავს, გახსოვდეთ რუსეთი დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინახავს რომ საქართველო არის ჰიპერმილიტარისტული, გლობალურად შეიარაღებული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ამერიკის გამანადგურებელი ტექნიკა და მიხვდება რომ უმჯობესია დათმოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ვიდრე მოყვეს ამერიკული მასობრივი განადგურების იარაღის ცეცხლის ქვეშ. სუსტ და მუხლებზე მხოხავ საქართველოსთან რუსეთი დათმობაზე არასდროს არ წავა ). დაიმახსოვრეთ რუსეთი თუ წავა მხოლოდ ჩვენთან დათმობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და დაინახავენ აქიდან განადგურების მუქარას. რუსები არ არიან ფანატიკოსი მუსულმანები რომ თავიანთი პრინციპების გულისთვის სიკვდილზე და რუსეთის გადაბუგვაზე წავიდნენ. დამიჯერეთ როდესაც მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და საქართველოს გლობალური შეიარაღების მქონე ქვეყნად ქცევა, რუსებში უბრალოდ ამუშავდება შიშის სინდრომი და გაიყვანენ ჯარს საქართველოდან. თუ არ შეეშინდებათ და ვერ დაინახავენ საფრთხეს არ გავლენ, ეს არის ბუნების კანონი და რუსული შოვინისტური ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისება. აი ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს დეოკუპაციისთვის და არა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ილუზორული, მოღალატეობრივი პოლიტიკური კურსი და ეს ალასანიამ მშვენივრად იცის, ისევე როგორც მშვენივრად იცოდა შევარდნაძემ. მე ვარ ადამიანი რომელიც ოპოზიციურად ვარ განწყობილი სააკასვილის მიმართ, მაგრამ ოპოზიცია თავიანთი ლოიალობით რუსული ოკუპაციის მიმართ მაიძულებს ვიყო ნეიტრალი მათსა და სააკაშვილს შორის არჩევანში. მერაბ კოსტავას საზოგადოებას ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტი პროგრამაში აქვს შეტანილი. მიუხედავად იმისა პრორუს კოლაბორანტებს აქვთ თუ არა ამის სურვილი მერაბ კოსტავას საზოგადოება კოსტაველები მალე დაბრუნდება დიდ პოლიტიკაში და აუცილებლად მოჰყვება ფსევდოეროვნული ძალების ( მაგალითად ფორუმის ) და ფსევდოდასავლური ძალების ( მაგალითად ალასანიას ალიანსის ) პოლიტიკური გაკოტრება. P.S. ვაჟა ადამია დაახლოებით ერთ კვირაში გამოდის ციხიდან Edited April 16, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც აღაედგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან და სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას არ წარმართავს ანტირუსული კუთხით საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი წვრილმანი პუნქტის გათვლით.შევულოცოთ? P.S. ვაჟა ადამია დაახლოებით ერთ კვირაში გამოდის ციხიდანძალიან კარგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 (edited) lasha_alo ალასანიას ალიანსი ოფიციალურად ნატოში შესვლას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამაშია ძარლის თავი დამარხული. ჩვენ პოლიტიკურად გვჭირდება რომ მუდმივად ვისწრაფოდეთ ნატოსკენ, მაგრამ ისიც ნათელია რომ სანამ ოკუპირებულია ქართული მიწები, დასავლეთ ევროპის ქვეყნების გარეწარ ლიდერთა მეშვეობით მინიმუმ ძალიან გაჭირდება ნატოში შესვლა. ამიტომ არსებობს მეორე უფრო მოკლე და რეალური გზა მილიტარიზაციისა და უსაფრთოებისთვის. ეს გზა არის ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება ( როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის ). რომელიც ნატოში შესვლისგან განსხვავებით დამოკიდებულია ორი სუვერენული სახელმწიფოს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ნება სურვილზე და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება. დავიბრუნებთ ან იარაღის ძალით, ან რუსების მხრიდან ამ იარაღის შიშით ( ამერიკულ გამანადგურებელ ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, ანტიბირთვული, სარაკეტო ტექნიკას ვგულისხმობ ). ამ მოვლენათა პარალელურად ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ნატოსკენ, მაგრამ თუ არ მოხდება ცვენი ნატოში მიღება ამ პუნქტების განხორციელების შემტხვევაში ეგ დიდი ტრაგედია აღარ იქნება. მე არ ვამბობ რომ ომი გარდაუვალია, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ რამდენიმე წელიწადში არ გავიდა რუსეთი საქართველოს სრული ტერიტორიიდან და იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ რომ არც ამერიკის ზეწოლამ არ გამოიღო შედეგი. თუმცა რა თქმა უნდა უმჯობესია დიპლომატიური ომით დაბრუნება ( და არა რუსეთთან მოლაპარაკებით, ასეთი რაღაც უბრალოდ გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ რუსეთი საქართველოში განლაგებულ ამერიკის გამანადგურებელ ტექნიკას არ დაინახავს, გახსოვდეთ რუსეთი დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინახავს რომ საქართველო არის ჰიპერმილიტარისტული, გლობალურად შეიარაღებული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ამერიკის გამანადგურებელი ტექნიკა და მიხვდება რომ უმჯობესია დათმოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ვიდრე მოყვეს ამერიკული მასობრივი განადგურების იარაღის ცეცხლის ქვეშ. სუსტ და მუხლებზე მხოხავ საქართველოსთან რუსეთი დათმობაზე არასდროს არ წავა ). გაიგეთ რომ რუსეთი თუ წავა ჩვენთან დათმობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და დაინახავენ აქიდან განადგურების მუქარას. რუსები არ არიან ფანატიკოსი მუსულმანები რომ თავიანთი პრინციპების გულისთვის სიკვდილზე და რუსეთის გადაბუგვაზე წავიდნენ. დამიჯერეთ როდესაც მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და საქართველოს გლობალური შეიარაღების მქონე ქვეყნად ქცევა, რუსებში უბრალოდ ამუშავდება შიშის სინდრომი და გაიყვანენ ჯარს საქართველოდან. თუ არ შეეშინდებათ და ვერ დაინახავენ საფრთხეს არ გავლენ, ეს არის ბუნების კანონი და რუსული შოვინისტური ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისება. აი ეს იცის ძალიან კარგად ალასანიამ, მაგრამ ერთი სიტყვით არ ახსენებს ამერიკასთან სამხედრო მოკავშირეობის გაფორმებას და საქართველოში ამერიკის ბაზების განლაგებას. ნატოში გაწევრიანებას კი ემხრობა სიტყვიერად, მაგრამ მშვენივრად იცის რომ ამ ეტაპზე ალბათ არარეალურია სამწუხაროდ და კრემლს ზუსტად ამერიკული ბაზების ეშინია, თორემ ნატოში გაწევრიანება სულ ებრალიძემ რომ იყვიროს მაინც სასურველი კანდიდატი იქნება მათთვის ( შეიძლება ხალხის დასაბნევადაც შეატანინონ პროგრამაში ამა თუ იმ ლიდერს ), იმიტომ რომ იციან ჰყავთ ნატოში მესამე კოლონა დასავლელ ევროპელი გარეწარი ლიდერების სახით და ყოველთვის დაბლოკავენ ჩვენს მიღებას თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა. ასე რომ იციან კრემლში რომ სამწუხაროდ არარეალურია ჩვენი ნატოში შესვლა ამ ეტაპზე Edited April 16, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ეს გზა არის ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმებახელის ჩამორთმევა რომ გვიხარია თუ აკვირდები?რუსეთი რომ მტერია მესმის........ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმემე ვერ დავინახე აქ რუსეთუმეობა, საკმაოდ ჭკვიანური მიდგომაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 shamili ამიტომ არსებობს მეორე უფრო მოკლე და რეალური გზა მილიტარიზაციისა და უსაფრთოებისთვის. ეს გზა არის ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება ( როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის ). რომელიც ნატოში შესვლისგან განსხვავებით დამოკიდებულია ორი სუვერენული სახელმწიფოს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ნება სურვილზე და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება.ამერიკელები ამაზე რას ამბობენ ხომ არ იცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 რუსეთთან ადრე თუ გვიან რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოგვიწევს საუკუნის წინ თქვა ჯერ კიდევ მორფიკამ და ამას რათ უნდა ალასანია, ანზოროვნა, წიწიბურ მესია ან ნათელას შვილი შშალიკო ა .. ხალხოი? საქმე იმაშია რომ დღეს და ხვალ არ და ვერ მოხერხდება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ სასწაული (ბოჟესტვენნოე ვმიშატელსტო ) თუ აიძულებს ვაშინგტონს საქართველოზე დაგეშილი რუსეთის და სომხეთის შეჩერებას .. ალასანია კიდო ვაშინგტონის წარმომადგენელია და არა მოსკოვის .. რუსეთუმეობა კიდო გაშიფრეთ რა თქვენ გასზრდა გაგახარებას! პატივისცემით: ქეშების საძმო http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმეეროვნული მარტო მიშა,ირაკლი წერეთელი,პადოშა და თარგამაძე დარჩნენ.. :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ეროვნული მარტო მიშა,ირაკლი წერეთელი,პადოშა და თარგამაძე დარჩნენ..ამათი ეროვნულობა არ მახსოვდეს მაინც ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.