Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დღეს, ანდალუსიაში გაიმართა ლა ლიგის 32-ე ტურის ერთერთი მატჩი, სადაც მადრიდის "რეალი" "ალმერიას" ეწვია. მატჩი ძალიან ენერგიულად დაიწყო, მადრიდელებიც და ანდალუსიელებიც ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა მატჩის სადავეები რა თქმა უნდა სტუმრებს ებყრათ, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა, გოლის ავტორი მე-14 წუთზე კრუსატი გახდა, მაგრამ 27-ე წუთზე რონალდუმ გაათანაბრა და პირველი ტაიმი ასეც დასრულდა 1-1. მეორე ტაიმი ისე დაიწყო, როგორც ყველა ელოდა, მადრიდელები განაგრძობდნენ შეტევას და 70-ე წუთზე, ვან დერ ვაარტის გოლით წინ გასვლაც მოახერხეს. მატჩის ბოლომდე კი საინტერესო აღარაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით თამაშის წესის დარღვევებს და "ბლანკოსის" უშედეგო შეტევებს. 32-ე ტურის შემდეგ მადრიდის "რეალი" ლიდერ "ბარსელონას" კვლავ სამი ქულით ჩამორჩება.

 

იხილეთ realmadrid.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...