planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 გუშინ “Tim” თასის ფინალის დროს, სადაც “მილანის” პრიმავერამ 2:0 სძლია “პალერმოს” პრიმავერას, თამაშზე იმყოფებოდა “მილანის” მწვრთნელიც ლეონარდო, რომელიც გულშემატკივრობდა პატარა მილანელებს. მას “სან-სიროზე” მოსვლისას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ და თამაშის დროსაც ისმოდა მის მიმართ გამამხვნელებელი სიტყვები, რაც ძალიან დაეხმარება მას ასეთ რთულ პერიოდში. წყარო! მატჩის შემდეგ ალექსანდე პატომ დაამშვიდა “როსონერის” გულშემატკივრები. ბრაზილიელ თავდამსხმელს ეკითხებოდნენ, თუ როგორ გრძნობდა თავს- მან გაიღიმა და უპასუხა: “ყველაფერი კარგადაა”. შეიძლება ჩვენ ის ვიხილოთ მოედანზე ამ სეზონშივე. წყარო! ორივე milannews.it-ზე დაყრდნობით. ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts