Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ლეო ყურადღების ცენტრში


Recommended Posts

მოკლედ, ამ ბოლო დროს, ლეონარდო “ნამეტანი” ყურადღების ცენტრშია, რადგან “მილანი” არც ისე კარგ და სასურველ შედეგებს აჩვენებს, ბერლუსკონი უკმაყოფილებას გამოხატავს, შედეგად კი პრესა ავრცელებს ჭორებს, რომ ბრაზილიელს შეიძლება პოსტი დაატოვებინონ. ადრიანო გალიანი კი სხვაგვარად ფიქრობს:

 

 

” პრესა ავრცელებდა ჭორებს, რომ პაოლო მალდინი შეიძლებოდა დაბრუნებულიყო “მილანში”. მართალია, ის ცოტა ხანში შეიძლება რამე თანამდებობაზე დაინიშნოს გუნდში, მაგრამ ეს ამჟამად სიმართლეს არანაირად არ შეესაბამებოდა. ლეონარდოზეც მსგავსი სიტუაციაა. მას კონტრაქტი ჩვენთან 2011 წლამდე აქვს და ის არ წავა, სანამ კონტრაქტი არ დაუსრულდება. ყველაფერი მისი გაშვების შესახებ არის ჭორი. ჩვენ ახლა არ გვაინტერესებს ეს ჭორები, მხოლოდ გუნდის შედეგებზე ვფიქრობთ.”

 

 

ასევე, ლეოს თანაშემწეს, მაურო ტასოტისაც აქვს იმედი, რომ ბრაზილიელი “მილანში” დარჩება.

 

 

” აზრზე არ ვარ, ( http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ) ლეონარდო დარჩება თუ არა “მილანის” მწვრთნელად შემდეგ სეზონში. ამჟამად ეს მხოლოდ თავად მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის ხელმძღვანელობამ იციან. მხოლოდ ერთი რამის გულწრფელად თქმა შემიძლია: მოხარული ვიქნები, თუ ის დარჩება. ის არაჩვეულებრივი, მოკრძალებული ადამიანი და ნიჭიერი მწვრთნელია. უბრალოდ მას ცოტა მეტი დრო სჭირდება”.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...