planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 15 აპრილს, ახალგაზრდა რესპუბლიკელების ოფისში (მაჩაბლის 8) პროექტის – „დემოკრატიის სკოლა 2010“ – პრეზენტაცია შედგა. პროექტის პირველ შეხვედრას 47 სტუდენტი ესწრებოდა. ისინი რესპუბლიკური პარტიის ლიდერ თინათინ ხიდაშელს შეხვდნენ. საგანმანათლებლო სახის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო. წელს პროექტის მეორე სეზონია. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიიღონ დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. პროექტის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სამ ლექციას მოისმენენ. ლექციებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები: თინათინ ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე და პაატა ზაქარეიშვილი წაიკითხავენ. შარშანდელისგან განსხვავებით მონაწილეთა რაოდენობა, საარჩევნო კამპანიის გამო, შეზღუდულია. წელს პროექტში 150-ზე მეტი სტუდენტი მიღებს მონაწილეობას. პროექტის „დემოკრატიის სკოლა 2010“-ის მონაწილეები სერთიფიკატს მიიღებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts