Jump to content
Planeta.Ge

pirveli.com.ge: პოლონურმა მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვარშავაში გამგზავრებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა


Recommended Posts

ამიხსენიტ ვინმემ რა ხდება...მარტლა ვერ გავიგე..მერე კაჩინსკის დაღუპვის ტემას მივუერტოტ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიხსენიტ ვინმემ რა ხდება...მარტლა ვერ გავიგე..მერე კაჩინსკის დაღუპვის ტემას მივუერტოტ

მდააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლონურმა მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვარშავაში გამგზავრებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა

18:34 - 15.04.2010

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვარშავაში პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვაზე აღარ გაემგზავრება. როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, პოლონეთის საელჩომ პარლამენტს მიმართა და იმის გათვალისწინება სთხოვა, რომ "პოლონეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან პრეზიდენტის დაკრძლვაზე უამრავი დელეგაცია ჩადის და არსებობს ტექნკური პრობლემები, რომელიც მეტწილად ჩასული სტუმრების დაბინავებას უკავშირდება". უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ელდარ კვერნაძემ, რომელიც ქართული დელეგაციის დაკომპლექტების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული, დაუდასტურა "პირWელს", რომ ქართული საპარლამენტო დელეგაცია ვარშავაში აღარ გაემგზავრება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "პოლონელ ხალხს საქართველოს სახელით მხოლოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუსამძიმრებს". რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, გაემგზავრება თუ არა იგი ვარშავაში, კვერნაძისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამასთან დაკავშირებით "პირWელი" პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაკა გიგაურსაც დაუკავშირდა, რომლისთისაც საპარლამენტო დელეგაციის ვარშავაში არგამგზავრების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უცნობი აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ დავით ბაქრაძის ვიზიტს, როგორც გიგაურმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან ერთად ავღანეთიდან დღეს საღამოს დაბრუნდება და მისი პოლონეთში გამგზავრების საკითხი ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საინტერესოა. ახლა გამახსენდა, კაჩინსკის ახლო-მახლო საბრძოლო ზონაში სროლა რომ ატყდა.

 

ვინ იცის, აქ ვუდროფის ბედს უმზადებდნენ და შემთხვევით გადარჩა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტვ-ს ვინ უცქერთ მინაშვილმა ან მისმა სიდედრმა არ დაიწუწუნა არაფერი? რაიზა არ გვიშვებენო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

15 აპრილს, საღამოს საინფორმაციო სააგენტოებმა "პირველმა" და "ინტერპრესმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "პოლონურმა მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვარშავაში გამგზავრებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა"(ციტატა სააგენტო "პირველის" ინფორმაციიდან).

 

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან პოლონეთის მხარეს საქართველოს დელეგაციისთვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს.

 

რაც შეეხება დელეგაციის პოლონეთში გამგზავრებას, იმის გამო, რომ პოლონეთის მხარეს ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება როგორც ვარშავაში, ისე კრაკოვში გასამართი სამგლოვიარო ცერემონიალის საორგანიზაციო დეტალებზე, ბოლომდე არც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და მისი მონაწილეობის ფორმაა დაზუსტებული.

 

ამ ეტაპზე დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ კვირას დაკრძალვის ცერემონიალს კრაკოვში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

 

რაც შეეხება შაბათს ვარშავაში გასამართ სამგლოვიარო ცერემონიას, თუკი პოლონეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს იყოს მხოლოდ ეროვნული ღონისძიება, მაშინ ვარშავაში არც ერთი ქვეყნის, მათ შორის, არც საქართველოს წარმომადგენლობა არ ჩავა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეეხება ყველა უცხოელ სტუმარს და არა მხოლოდ საქართველოს დელეგაციას. ხოლო თუ ამ სამგლოვიარო ცერემონიაზე შესაძლებელი იქნება უცხოელი სტუმრების დასწრება, მასში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მხარე.

 

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ელდარ კვერნაძის კომენტარი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტში არაზუსტად იქნა გამოყენებული, სწორედ ზემოხსენებული შინაარსის იყო.

 

გამოვთქვამთ სინანულს, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა "პირველმა" და "ინტერპრესმა" გაავრცელეს დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია, რომელიც შეეხება საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მგრძნობიარე თემას და საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებს.

 

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სააგენტოების პარლამენტში აკრედიტებული თანამშრომლები ამგვარი ინფორმაციების გავრცელების დროს მომავალში მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

 

http://www.parliament.ge/index.php?lang_id...p;info_id=27399

 

პ.ს. რაღაც ძალიან ხმამაღლა აღშფოთდა პარლამენტის სამსახური...თან კულუარებშიც ამბობენ არ მიგვიწვიეს კი არა გვთხოვეს არ ჩამოხვიდეთო...რამდენად მართალია არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან კულუარებშიც ამბობენ არ მიგვიწვიეს კი არა გვთხოვეს არ ჩამოხვიდეთო

ვის იცნობ კულუარებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ როგორც მინიმუმ, თავში ხელწამოსაკრავი და არავისთვის საჭირო ქვეყნის იმიჯი რომ გვაქვს ამაზე მეტყველებს.

როგორც მინიმუმ.

თორემ რაღაც უფრო ღრმაც შეილება იყოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგშI მართლა სააკაშვილზე ხო არ აპირებენ თვითფრინავის ჩამოგდების შეტენვას?

 

რაცხა სტრანნი პონტია მამენტ ...

 

ვინ ჩემი შიბლა პოლონელი ნაგიჟრები არიან კიდო ხალხს მისამძიმრებაზე ჩასვლა რომ არ დაანებონ?

 

 

სულ გამოღლევდა მსოფლიო ...

 

 

http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი....

 

ამათ, შეკრიბეს 17 კაციანი საპარლამენტო დელეგაცია,,,და თუ არ ცდები, მასში სამი არადეპუტატიც იყო, მგონი ნინო ანანიაშვილიც (შეიძლება უბრალოდ პარლამენტის თანამშრომელიც არის ასეთი ვინმე)...

 

გუშინ წინ საღამოს კი, დაურეკეს ერთ-ერთ დეპუტატს და უთხრეს, რომ პოლონეთში მთელი მსოფლიო ჩამოდის, უსაფრთხოების საკითხი ერთი, მათი დაბინავების მეორე, ხოდა, მთლად მაგდენი ნუ ჩამოხვალთო...

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ამბავს შეესწრნენ ჩვენი ზემოთნახსენები სააგენტოების პარლამენტში აკრედიტირებული თანამშრომლები და ნიუსების დაწერეს....საკმაოდ კორექტული....

 

ატყდა მთელი ამბავი და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იმ დომენდეც კი დავიდა, რომ პარლამენტის საიტზე ორ ადგილას გამოჭიმა სპეციალური განცხადება და ამ თანამშრომელებს, პასუხისმგებლობისკენაც კი მოუწოდა....

 

იმავე საღამოს, ატყდა ერთი ამბავი, ექვსი დეპუტატი მიდისო, თუმცა, დღეს დილით, ეს ჩვენი პატივცემული დეპუტატები მივიდნენ აეროპორტში და ქვეყნსი მეორე პირმაც კი აეროპორტში მისვლისას შეიტყო, რომ თურმე ფრენა არ არის.....

:what:

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოფიციალური მიმართვა დელეგაციის არ ჩასვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

იყო მხოლოდ სიტყვიერი თხოვნა.

წყარო : რადიოში მოვისმინე მანქანაში. დეპუტატი ლაპარაკობდა, გვარი არ მახსოვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ამბავს შეესწრნენ ჩვენი ზემოთნახსენები სააგენტოების პარლამენტში აკრედიტირებული თანამშრომლები და ნიუსების დაწერეს....საკმაოდ კორექტული....

 

ატყდა მთელი ამბავი და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იმ დომენდეც კი დავიდა, რომ პარლამენტის საიტზე ორ ადგილას გამოჭიმა სპეციალური განცხადება და ამ თანამშრომელებს, პასუხისმგებლობისკენაც კი მოუწოდა....

 

იმავე საღამოს, ატყდა ერთი ამბავი, ექვსი დეპუტატი მიდისო, თუმცა, დღეს დილით, ეს ჩვენი პატივცემული დეპუტატები მივიდნენ აეროპორტში და ქვეყნსი მეორე პირმაც კი აეროპორტში მისვლისას შეიტყო, რომ თურმე ფრენა არ არის.....

:)

 

მე მათ ადგილე მანაქანებით გავეშურებოდა პოლონეთში. ამითი პოლონელი ხალხისადმი პატივისცემასაც და ქარტულ შეუდრეკელ ნაც.ბოლშევიკურ სულსაც გავუსმევდი ხაზსს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...