planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia-rusTavelze-150x131.jpgრუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ – ხელისუფლებამ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ხვალიდან, 16 აპრილიდან დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისფულება კანონით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდარობის აქციები უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, 15.00 საათიდან მიმდინარეობს. პროტესტის აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მართავენ. აქციაში ეროვნული საბჭო, ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ქართული დასი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ალიანსი საქართველოსთვის, ქალთა პაქრტია და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის იღებენ მონაწილეობას. აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ საპატიმროებში დღეს 60-ზე მეტი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანია და რამდენიმე ათასი უკანონო პატიმარი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts