planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/jalagania-davit-150x130.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ესპენ ბართ აიდეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას მიმოიხილეს ნორვეგიასთან მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობა, საკითხები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ყურადღება გამახვილდა ნატო-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობაზე. საუბარი ასევე შეეხო სიტუაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიას. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაუდასტურა ქართულ მხრეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გამოითქვა კმაყოფილება ნორვეგიის სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის დინამიურ განვითარებაზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts