planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 (სტატია არაა ჩემი საკუთარი, ის გადმოთარგმინია serie-a.ru–დან. რაც ჩემი მოსაზრებაა, ეწერება ნაცრისფრად.)</p> ჩვენ შეგვეძლო დაგვეწყო 2009 წლის ივნისიდან, მაგრამ ჯობია, ცოტა შორიდან დავიწყოთ.… 2008/2009 წლების სეზონში 38–ე ტურის ერთ–ერთი თამაში განვიხილოთ. “მილანს” მოუწია ფლორენციაში გამგზავრებამ და ადგილობრივ “ფიორენტინასთან” თამაშმა. მიუხედავად მოწინააღმდეგე გუნდის სიძლიერისა, “მილანს” მოგება და მესამე ადგილზე გასვლა სჭირდებოდა, რომ გასულიყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე. ფლორენციელების სტუმრებს მოტივაციაშიც არ ჰქონდათ პრობლემა. მაგრამ… ამ თამაშის მნიშვნელობა მხოლოდ თამაშის შედეგით არ განისაზღვრებოდა. ცოტა იტალიელმა თუ იცოდა, რომ ეს ბოლო მატჩი იქნებოდა “მილანისთვის”, როცა გუნდს კარლო ანჩელოტი ედგებოდა სათავეში. მის შემცვლელებად კი რამდენიმე ადამიანი სახელდებოდა: ტასოტი, რაიკაარდი, ვან ბასტენი… ასევე კაკას წასვლის შესახებ ისევ გრძელდებოდა საუბრები. მოკლედ, არავის არ შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რა ბედი ეწეოდა “როსონერის” ოჯახს “იებთან” თამაშის შემდეგ. “რევოლუციის სუნი ტრიალებდა.” უკვე დიდი ხანია, იყო ცნობილი, რომ გუნდში 25–წლიანი ერა აუცილებლად დასრულდებოდა – გუნდის კაპიტნის, ლეგენდის, სახის, მოკლედ, პაოლო მალდინის 25–წლიანი ერა… ეს მისთვის ბოლო მატჩი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა თუ ელოდა, რომ “ფიორენტინასთან” თამაში კარლო ანჩელოტისთვისაც ბოლო მატჩი იქნებოდა. კარლიტომ თამაშის შემდეგ გააკეთა კომენტარი და ეს გულშემატკივრებს აცნობა. ბევრი გულშემატკივარი პირდაპირ ამბობდა, რომ მისგან დაიღალნენ… (მე რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები მათ…) დამშვიდობება “სველი” იყო, ცრემლიანი. საბოლოოდ, ყველა ანჩელოტის მეგობრად დარჩა. მაგრამ მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს თამაში მომავალში ასეთი სიმბოლური გახდებოდა – რიკარდო კაკა, გუნდის ლიდერი მიატოვებდა შავ–წითელ გემს, რომელიც იძირებოდა… და შეუერთებოდა ახალ, ქათქათა, მადრიდულ გემს. …”მილანმა” კი ის თამაში მოიგო… 2009 წლის პირველ ივნისს ლეონარდო “მილანის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება, უსიტყვოდ, გარისკვა იყო. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, არც ისე მოულოდნელი. ლეონარდომ “მილანის” მაისური 94–ჯერ მოირგო, კარიერის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა გუნდი არ დატოვა და გახდა აგენტი, სკაუტი ბრაზილიაში. “მილანის” მიმართ გამოიჩინა ერთგვარი ერთგულება – სხვა რომ არაფერი გავიხსენოთ, მასიმო მორატის წინადადებაზე, “ინტერის” გენერალურ დირექტორობაზე მტკიცე უარი განაცხადა. მის ანგარიშზე არის ორი ბრაზილიელი ტალანტი – უკვე გაბრწყინებული რიკარდო კაკა… და ალეშანდრე პატო. ასევე ტიაგო სილვა, თუმცა მისი სახელი ამ ფეხბურთელების ჩამოთვლის შემდეგ ცოტა უხერხულად ჟღერს, მაგრამ რა იცი, რა იქნება მომავალში, იქნებ მისი სახელი საუკეთესო მცველებთა სიაში ჩაიწეროს… გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, თხოვდნენ მწვრთნელის შეცვლას, მაგრამ ლეონარდო… პირველ შეხედვაზე გვეჩვენება მშვიდ პიროვნებად, კეთილად, თავაზიანად და პატიოსანად. ასევე სამწვრთნელო გამოცდილების ნატამალიც კი არ ჰქონია. და ზუსტად ამ ფაქტორების გამო “მილანის” გულშემატკივრები ახალგაზრდა ბრაზილიელს, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად უდგებოდნენ. და აი, ამ დღიდან შავ–წითლების იდილია საგრძნობლად დაირღვა. ბიჭების მდგომარეობა უმართავი იყო. კლუბი თავისას “უბერავდა”, თითქოს მწვრთნელის აზრი არავის არ ანაღვლებდა. გუნდზე დიდი გავლენა იქონია კაკას მოულოდნელმა წასვლამ. სტატიის ავტორის აზრით, ლეონარდომ იცოდა (ჩემი აზრით არა) ის, რომ რიკი გუნდს დატოვებდა. მან იცოდა ეს იმაზე ადრე, ვიდრე გაიგებდნენ მილანელების უმეტესი ნაწილი, და რა თქმა უნდა, ვიდრე გაიგებდა “მილანის” გულშემატკივრობა. შეგვიძლია დავსვათ კითხვა: რატომ დანიშნა “მილანის” მწვრთნელად გუნდის ხელმძღვანელობამ ასეთი გამოუცდელი კაცი? და მაშინვე ამას მოჰყვება მეორე კითხვა: რატომ ანდეს ასეთ ახალგაზრდა, პერსპექტიულ, მიზანდასახულ (ამ თვისებებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ) კაცს ასეთი დიადი გუნდის “მესაჭეობა”, რომლისგანაც ყოველთვის ითხოვენ მოგებებს? და თან ხელმძღვანელობა ცდილობს, ფული არ დახარჯოს. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მგონი, ამის გაკეთებას არც კი აპირებენ. (იმედია, აპირებენ…) შედეგის მიღება კი კარგად უნდათ. და თუ სასურველ შედეგს ვერ ხედავენ, ” ძაღლებს უქსევენ ” ყოველთვის მწვრთნელს. და ამის შემხედვარე, ჩნდება ასოციაცია, რომ რისკზე “მილანის” ხელმძღვანელობა კი არა, თვითონ ლეონარდო წავიდა. “არ მიაღწევ წარმატებას?” ხოდა, სულ შიშის ქვეშ უნდა იყოს, რომ არ გაუშვან. კიდევ უნდა ავღნიშნოთ, რომ გუნდის გულშემატკივრებს სულაც არ გამოუხატავთ აღფრთოვანება ასეთი მწვრთნელის დანიშვნის გამო. მათ ჰქონდათ ამის მიზეზები, და სიმართლე რომ ითქვას, სამართლიანი მიზეზებიც კი. “მილანი” ბოლო წლებში სულ კრიტიკის საგანი იყო : ცუდი ფეხბურთის ჩვენების გამო, ვარსკვლავის გაყიდვის გამო. გუნდში თამაშობენ ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ მოგებული ყველაფერი! ასე რომ, მოტივაცია დაბალია. ზოგ–ზოგიერთები (!!!) ღამე სადღაც–სადღაც (!!!) “დაძვრებოდნენ” კიდეც.და დავუბრუნდეთ ისევ 2008/2010 წლების სეზონს. როცა “მილანმა” შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, უმოტივაციო ფეხბურთელებმა. იმ სეზონის მერე, თითოეული ფეხბურთელი 1 წლით უფრო “გაიზარდა”, ეს ყველას ესმოდა, და იმედია, ლეონარდოსაც. და ეს არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი უნდა შესჭიდებოდა. ერთ–ერთი პრობლემა, და მგონი მთავარი პრობლემაც, გუნდის პრეზიდენტი – სილვიო ბერლუსკონი აღმოჩნდა. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ სილვიო ანალოგიურად ექცეოდა კარლო ანჩელოტისაც! კარლიტოს არაფერს არ ანდობდნენ – ის წყვეტდა მხოლოდ თავის სამწვრთნელო საქმეებს, ნაკლებად რევდნენ ტრანსფერებში და ორგანიზაციებში (ასეთი არაფერი მსმენია მე).საქმე რთულად იყო – სილვიო ყიდულობდა იმ ფეხბურთელებს, რომლების ყიდვაც თავად სურდა. მწვრთნელის სურვილი მას საერთოდ არც კი აინტერესებდა. კარლიტომ კი მისი ნაყიდი ფეხბურთელებისგან ძალიან ძლიერი გუნდი შექმნა. ისევ მოვიყვანთ 2008/2009 წლის მაგალითს, როცა ანჩელოტის ადებაიორის ნაცვლად, უყიდეს რონალდინიო, სენდეროსი და დააბრუნეს ანდრეი შევჩენკო, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, გუნდს კარგად დაეხმარა. მოკლედ, ყველაფერს იტალიის პრემიერ–მინისტრი წყვეტდა გუნდში – ყველაფერს! ამაში ისიც იგულისხმება, რაც გუნდის პრეზიდენტის გადასაწყვეტი როგორც წესით, არ არის. არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ გასულ სეზონში გუნდი თამაშობდა საშინლად. საშინლად ითქმის მაშინ, თუ გუნდს ვუწოდებთ გრანდს. მაგრამ, თუ ჩავთვლით იმას, რომ “მილანი” ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობდა და მთელი ყურადღება გამახვილებული ჰქონდა სერია ა–ზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მესამე ადგილი ნამდვილად არაა ის, რასაც “მილანის” გულშემატკივრები ელოდნენ. და ახლა არის შემდეგნაირი სიტუაცია: “მილანმა” იმყოფება მესამე ადგილზე გუნდის ლიდერის, კაკას, უძლიერესი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის და გუნდის ლეგენდის, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მცველის, პაოლო მალდინის გარეშე. ეს სამი ფიგურა “მილანის” უახლოეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. და სამივემ დატოვა გუნდი. ძნელია ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის წარმოდგენა. მათ, მგონი, არ იცოდნენ ხელმძღვანელობის ყველა ამ გეგმის შესახებ. და ასეთი ამბის გაგებისგან გამოწვეული რეაქცია და შეგრძნება მგონი, არც ისე კარგი უნდა იყოს, არა? ასევე ამ დროს საუბრობდნენ რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზეც – მაგალითად: პირლო, პატო, გატუზო. და ამ მოთამაშეების წასვლის შემდეგ გუნდში მათი შემცვლელები არ ჩანდნენ. მოდით, ვიყოთ პირდაპირები: ჰუნტელაარი და მსგავსი ფეხბურთელები ვერ შეცვლიდნენ “მილანის” ლიდერებს. ყველაფერ ამას თავი რომ დავანებოთ, ლეონარდოს კიდევ იმაზე უნდა ეფიქრა, როგორ დაემორჩილებინა ბიჭები, როგორ გაეღვიძებინა ყველასთვის ნდობა და პატივისცემა მის მიმართ. და ეს სულაც არ იყო ადვილი. ის ხომ ფეხბურთელი იყო, ბევრი ამჟამად მილანელი ოდესღაც მის გვერდით თამაშობდა და ასაკშიც დიდი განსხვავება არაა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოთამაშეების სიმაღლეზე იდგა, უეცრად 10 ნაბიჯს დგამს წინ, მაღლა… ურთულესი სიტუაციაა. თან, გულშემატკივრები, რომლებიც დაიღალნენ ანჩელოტის თამაშის სტილით – ისინი დაიღალნენ ზეედორფის ნელი მოძრაობების ყურებით, დაიღალნენ ფეხით მოსიარულე პირლოს ყურებით (არ ვეთანხმები). ისინი დაიღალნენ ერთი და იგივე შემადგენლობის ყურებით ყოველ თამაშში. ლეონარდოსგან ითხოვდნენ ახალ ტაქტიკას, ახალ მოდელს, ახალ მენტალიტეტს. ეს ადვილია?! თან, სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ხელმძღვანელობა, რომელსაც სჭირდება კარგი შედეგი, ამის მისაღწევად თავად არაფერს აკეთებს! ლეონარდოსგან ითხოვდნენ რისკზე წასვლას, შეცდომის დაშვების გარეშე. თქვენ კიდევ გახსოვთ რიკარდო კაკა?! მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ის გუნდის ლიდერი იყო და “მილანი” მასზე დიდად იყო დამოკიდებული. ყველა გუნდს სჭირდება ლიდერი. შავ–წითლების ლიდერი ვინ შეიძლება გახდეს? არსებობს ორი ვარიანტი – რონალდინიო ან ახალგაზრდა ალეშანდრე პატო. ლიდერი ეზოს გუნდს კი არ სჭირდება, არამედ გუნდს, რომლის მესამე მეკარეც კი ვარსკვალავ ითვლება. ლეონარდომ თავისი ბედის რისკი გასწია იმ გუნდში მოსვლით, რომელიც გვაგონებს მოხუც და დაღლილ ცხენს, ჯაგლაგს. ამ ცხენს ტაშს აღარავინ უკრავს, მისგან ითხოვენ გამარჯვებებს… და ახლა საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: გადაწყვეტილება იყო მტკიცე, “უხერხემლო”, სულელური და საშიში, ამაზე როგორი ადამიანი წავიდოდა? პასუხი არ უნდა ვეძებოთ შორს. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიიღებს ადამიანი, რომელიც თავის ძალებში 100%–ითაა დარწმუნებული, დაბადებული ლიდერობისთვის, ჭკვიანი და გონიერი. წავიდნენ: კაკა, ბექჰემი (ნახევარი წლით), შევჩენკო, მალდინი, სენდეროსი, ემერსონი. ახ, და კიდევ, კალაჩი. მოვიდნენ: ტიაგო სილვა, ჰუნტელაარი, ფლავიო რომა, და არენდიდან გამოსყიდული იგნაციო აბატე და დი ჯენარო. დავიწყოთ დაცვიდან. მარჯვნივ არჩევანი უნდა გაკეთდეს ორი ფეხბურთელიდან : აბატე და ოდო. ასევე, აქ ძამბროტასაც შეუძლია თამაში. ჩამითვლილი სამიდან ორი არის უკვე ხანში შესული, ერთი კი ჯერ გამოუცდელი და ჩამოუყალიბებელი. დაცვის ცენტრში ლეონარდოს რა თქმა უნდა უნდა დაეყენებინა ალესანდრო ნესტა: ისევ ძლიერი, გამოცდილი, უნაკლო. მაგრამ, ის უკვე აღარაა ახალგაზრდა და წინა სეზონის გატარება ლაზარეთში მოუხდა. მეორე ცენტრალური მცველი ტიაგო სილვაა. მარცხნივ შესაძლო იყო ანტონინის დაყენება, რომელიც უკვე 27 წლისაა და ამ ასაკთან შედარებით, აღმაფრთოვანებელი კარიერა ჯერ არ ჰქონია. მოკლედ, აბატე, რომელიც ხანდახან უტვინოდ თამაშობს, მაგრამ თამაშობს ასევე დამაჯერებლად. ნესტა დაბრუნდა მაღალი დონის საჩვენებლად. ტიაგო სილვა, დებიუტანტი “მილანში”, ტექნიკურია და მხოლოდ მცველის თვისებებს როდი ითავსებს, ის ეხმარება შეტევასაც. იგივე ეხება ანტონინის. დიახ, ის მხოლოდ დაცვისთვის არაა, მოდით ნუ დავივიწყებთ იმას, რომ მისთვის ეს პოზიცია, მარცხენა მცველის, ახალია, შეუჩვეველი ფეხბურთელი შესანიშნავად ერთვება შეტევებში. მაგრამ, ისევ უნდა ვაღიაროთ, რომ ლეონარდოს სჭირდება უფრო მაღალი დონის მცველები, შედეგის მისაღწევად… ნახევარდაცვა ასე გამოიყურება: პირლო, ზეედორფი, ამბროზინი, ასევე ფლამინი, გენია – რონალდინიო. შთამბეჭდავი გვარებია! ლეონარდომ რონალდინიოს ჩაუნერგა საკუთარი თავისადმი რწმენა – აათამაშა. ამბროზინი ატარებს შესანიშნავ სეზონს, და რისი თქმა შეგვიძლია პირლოზე? მთავარია, რომ ის იბრძვის, ცდილობს. მართალია, რომ ყოველთვის არ გამოსდის… მაგრამ მისი შეცვლა არაა მართებული. თავდასხმას რაც შეეხება, ნუ იქნებით დაუნახავები, მარკო ბორიელო შესანიშნავ სეზონს ატარებს. ალეშანდრე პატო – იხვი ახალ პოზიციაზე დადგა, სადაც, ანჩელოტის თხოვნისდა მიუხედავად, მას ძალიან ეშინოდა თამაში, თუმცა ლეონარდომ ის “მოთაფლა”. ყველა ფეხბურთელს მოუხდა იქ თამაში, სადაც თავს ალბათ, ყველაზე უკეთ გრძნობენ. სასურველი იქნებოდა ლეონარდოზე საუბარი როგორც მწვრთნელზე, და როგორც ადამიანზე. კეთილი, უწყინარი, უეშმაკო ადამიანის სახე ინგრეოდა და ინგრევა ჩვენს თვალწინ. მისი სიმტკიცე რინო გატუზოსთან ურთიერთობაშიც გამოჩნდა. როგორც ჩვენ გვახსოვს, გატუზო ნერვიულობდა თავის მდგომარეობაზე გუნდში, წასვლას აპირებდა. წარმოიდგინეთ: რინო ზის სათადარიგოთა სკამზე მთელი მატჩის განმავლობაში და ჟურნალისტებს ინტერვიუზე უარს ეუბნება. და მერე, უცებ, ახალ კონტრაქტს აწერს ხელს. ვინმეს ჯერ კიდევ ახსოვს კახი კალაძე (სტატიის ავტორს დიდი სიამოვნებით “მივუჩექმავდი” სახეს და ავუხსნიდი, რომ ის ყველას ახსოვს… მაპატიეთ http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif )? ის იმის შემდეგ, რაც ღიად და არც ისე აღფრთოვანებით ისაუბრა ლეონარდოს გადაწყვეტილებებზე, საერთოდ აღარ ხვდებოდა “მილანის” განაცხადში, ახლა ხვდება ხოლმე, მაგრამ მოედანზე – არანაირად… მაგრამ, მოდით ახლა სერიოზულ თემებზე გადავიდეთ. ტრანსფერები… ლეონარდომ – პატოს ტრავმის შემთხვევაში მის ადგილზე ვინმემ ხომ უნდა ითამაშოსო, და არენდით გადმოიყვანეს ამანტინო მანსინი. რად უნდოდათ? მაგრამ, ეს ლეონარდოს სიმტკიცეს ისევ უსმევს ხაზს – სილვიო ბერლუსკონი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ამ ტრანსფერისა, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელმა “მილანის” მაისური მოირგო! დონ სილვიომ, არაერთხელ ღიად გააკრიტიკა ლეონარდოს ტაქტიკა და მისი გადაწყვეტილებები. ლეოს “პასუხი” როგორი იყო? თუ დავუჯერებთ ჭორებს და გავრცელებულ ხმებს, მან ბერლუსკონის იქით წაუყენა მოთხოვნა: თუ არ გაუშვებენ გუნდიდან, მაგრამ კიდევ ასე გაგრძელდება და კრიტიკა ისევ გაისმება, ის თავად აიბარგება. ახალგაზრდა მწვრთნელმა თავის მუქარას ხაზი გაუსვა. მაგრამ შეუძლია კი მას იმ კრიზისიდან ამოსვლა, რაც დერბიმ დამართა, “ინტერის” წინააღმდეგ თამაშის შემდეგ? მას აკრიტიკებდა ყველა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავათ, ზეწოლა უბრალოდ, კოლოსალური იყო! მაგრამ, ლეონარდო ინარჩუნებდა სიმშვიდეს და თავის ძალებში ისევ “უაზროდ” დარწმუნებული იყო. მას არასდროს გაუკრიტიკებია ღიად ფეხბურთელები, არასდროს აუტეხავს პანიკა, ის მხოლოდ მშვიდად აგრძელებდა ძებნას გზისა, რომელიც ურთულესი სიტუაციიდან გამოიყვანდა. და ახლა შეგვიძლია გავიხსენოთ უკვე დავიწყებას მიცემული ჩირო ფერარა – ვერ უმკლავდებოდა იოლ დავალებებს, ვერ ართმევდა თავს ადვილ ბარიერებს. და მერე რას ამბობდა? ამ ყველაფერს ხან დიეგოს, ხან ბუფონს აბრალებდა! ინტერვიუებში ლეო გამოიყურება ძალიან მშვიდად, წყნარად, საუბრობს დამაჯერებლად, თავშეკავებულად, ლაპარაკობს კონკრეტულად საქმეზე, პროვოკაციებზე მისი წამოგება უბრალოდ შეუძლებელია, და მის პროვოკატორობაზე საუბარი ხომ საერთოდ სისულელეა. მაგრამ საუკეთესო ინდიკატორი მისი პიროვნებისა – გუნდია. ანჩელოტისთან მისი შედარება უბრალოდ, გონებაშეზღუდულობაა, არ შეიძლება. ისინი ძალიან განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისგან. წელს, თამაში არ ჩაუტარებია “მილანს”, რომ ბიჭები ბოლომდე არ დახარჯულიყვნენ, მოედანზე ყველაფერი არ გაეღოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი მედიდურად თამაშობდნენ. ლეონარდომ ასწავლა ფეხბურთელებს საქმის კეთება, საკუთარ თავზე წარმოდგენა შეუქმნა, თავმოყვარეობა ჩაუნერგა. ჩანს, რომ ლეონარდო გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთამ მიმართებაში სულ სხვანაირია. მან ფეხბურთელებს დაანახა საკუთარი თავი სხვა კუთხით: მკაცრად, ცოტათი “ეშმაკად”, დარწმუნებულად საკუთარ თავში და ძალებში, ლიდერად… “მილანის” გულშემატკივრებს ტიტულები მოენატრათ, ისინი ითხოვენ ტიტულს წელსვე! მაგრამ მათ ხომ უნდოდათ ცვლილება გუნდში. მათ ეს მიიღეს. ზუსტად ამიტომ არაა გუნდი სტაბილური, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია! დიახ, ლეონარდო ჯერ ხომ არაა ძლიერი ტაქტიკოსი. მან “საშინლად” წააგო მოურინიოსთან და ფერგიუსონთან! მაგრამ, ასეთი გუნდით იმ გუნდებთან და ისეთ მწვრთნელებთან ვინ მოიგებდა? არც არავინ (ოღონდ ახლა არ თქვათ, გვარდიოლაო, აქ იგულისხმება “ასეთი გუნდი”, ანუ ასეთი “მილანი”)! უკვე გასაგებია, მკითხველს რატომ წარმოუდგა ახლა თვალწინ პეპ გვარდიოლა. მაგრამ ის ხომ მართავს ახალი, დიდი “ბენტლის” (ვინც ვერ მიხვდა, ვეტყვი, რომ “ბარსელონა” იგულისხმება. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ) საჭეს, ლეონარდო კი ზის კლასიკურ “ფერარიში”, ლამაზში, დიდებულში, მაგრამ პეპის “ავტომობილზე” უფრო სუსტ (მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ ამჟამად!!!) მანქანაში. რომ შევაფასოთ მისი მუშაობა, უნდა გავითვალისწინოთ გუნდის საშუალო ასაკი, რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესი, ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, მისი ინტერვიუები, და არა მხოლოდ გუნდის თამაშით. მხოლოდ ამით არ ხდება შეფასება. ტელევიზორიდან ყველაფერი ადვილი გვეჩვენება. გუნდი წელს საინტერესოდ გამოიყურებოდა, მაგრამ იყო სუსტი, დიახ სუსტი, გრანდებთან შედარებით. ფეხბურთელებიც უფრო შევიდნენ ასაკში. ჩანს, რომ ლეონარდო მათგან მაქსიმუმს “წურავს”. და რომ დავინახოთ ჩვენ მისი შესაძლებლობები, ამისთვის საჭიროა, “მილანმა” იაქტიუროს საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაზე, და თუ გუნდი შეიძენს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მწვრთნელს სურს, მერე, მგონი ვიხილავთ იმ “მილანს”, გუნდს, რომელიც ემგვანება შეუვალ და აუღებელ ციხესიმაგრეს. და მერე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ლეონარდო ზევით მიიწევს, ნახტომებითა ან უბრალოდ, ნაბიჯებით. რაღაცეებში ალბათ ვერ დავეთანხმებით სტატიის ავტორს. მაგრამ მე ვიცი, ”მილანი” დაბრუნდება, არ ვიცი ვისთან ერთად და ვის გარეშე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. Soon… http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts