Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თემურ შაშიაშვილი : საზღვარგარეთ სააკაშვილს ქოსატყუილას ეძახიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-temur5-150x130.jpg

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი უკრაინასა და ბელორუსიაში ვიზიტის განმავლობაში ორივე ქვეყნის ქართულ დიასპორას შეხვდა.

 

 

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები უარყოფითად არიან განწყობილნი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

 

შაშიაშვილის თქმით, ემიგრანტთა უმრავლესობა იძულებით არის წასული საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში, რადგან საქართველოში სამსახურები ვერ იშოვეს და ვერ შეძლეს ოჯახების რჩენა.

 

 

“ხალხი აღშფოთებულია სააკაშვილის ცრუ პიარ-კამპანიებით, მისი დაუსრულებელი სიცრუით, რისი ბოლო მაგალითიც არის ობამასთან შეხვედრის შესახებ ტყუილების გავრცელება. საზღვარგარეთ სააკაშვილს ქოსატყუილას უძახიან, სამწუხაროა, რომ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ ხალხს თავის ქვეყანაში დაბრუნების საშუალება არ აქვს”, – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

 

თემურ შაშიაშვილი ასევე, შეხვდაGგაზეთ “შანსის” რედაქტორს ბონდო ქურდაძეს და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ვალერი გელბახიანს.

 

 

შაშიაშვილის განცხადებით, დაისახა სამომავლო ურთიერთობათა პერსპექტივები.

 

 

დღესვე, კიევში საგანგებოდ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა “თეთრების” კოორდინატორად დანიშნა მსახიობი შალვა აბაშიძე.

 

 

ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა ბელორუსიაში “თეთრების” კოორდინატორის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევისათვის.

 

 

უახლოეს დღეებში თემურ შაშიაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ოსური დიასპორის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი სპორტსმენი გოჩა ზასოხოვიც მიიღებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...