planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/arsenishvili-gia0022-150x130.jpgქართულ პატრიოტულ ბანაკებში სამცხე-ჯავახეთის სომეხი ახალგაზრდებიც დაისვენებენ. ამის შესახებ, ,,ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის” მონაწილეებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილმა განუცხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის უცოდინრობა სომეხ ახალგაზრდებს უამრავ ბარიერს უქმნის. ამასთან, დადებითად იქნა შეფასებული სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სომეხი ახალგაზრდებისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ. თუმცა, როგორც სომხური სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ქეთევან ნასყიდაშვილმა განაცხადა, უნდა არსებობდეს სხვა მოტივაციები და პროგრამებიც. მისი თქმით, სომხურ გარემოში, მხოლოდ სკოლაში ქართული ენის ათვისება რთულია და შესაბამისად სხვადასხვა პროგრამების საფუძველზე ქართველ ახალგაზრდებთან მათი ურთიერთობა უნდა გახშირდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts