planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_32701-150x150.jpg იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დევნილებს ესტუმრა. ერთ-ერთი დევნილი ოჯახი, რომელსაც მინისტრმა და ელჩმა კეთილმოწყობილი სახლი საკუთრებაში გადასცა ხიჯაკაძეები იყვნენ. დევნილებმა მინისტრთან და ელჩთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საკუთრების გადაცემის შემდეგ ყველაფერს თვითონ გააკეთებენ. “ადრე სხვის სახლში ვცხოვრობდით და საშუალება არ გვქონდა. ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და აწი ყველაფერს თავად მივხედავთ”, – განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ამირ ხიჯაკაძემ. საელჩოს ინიციატივით იმერეთის სოფლებში სულ 20 სახლი აშენდა. დღეიდან აფხაზეთიდან დევნილ 74 ოჯახს საკუთარ სახლში იცხოვრებს. ვიტორიო სანდალიმ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა რომ იმერეთის რეგიონში განხორციელებული პროექტი ინოვაციური მოვლენა იყო: “ეს სახლები მაღალი ტექნიკუირი სტანდარტებით აშენდა, დევნილ მოსახლეობას აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულ პირობებში და ამასთანავე მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია”, – განაცხადა მან.Dლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა კი დასძინა რომ, ყველა დევნილი, რომელიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობს ახლო მომავალში მსგავს პირობებში იცხოვრებს: “ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისძმევით ბაღდათის რაიონში სოფელ დიმში 20 სახლი აშენდა. ეს სახლები დღეიდან დევნილების საკუთრებაა, მათ შეუძლიათ მიწაც დაამუშაონ და მეურნეიობას მიჰყონ ხელი”, – განაცხადა სუბელიანმა. იმერეთში დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts