planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bio-150x150.jpgსაქართველოში დღეს პირველი ბიომეტრული პასპორტი გაიცა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღეს პირველი ბიომეტრული პასპორტი, იმ მოქალაქეს გადასცა, რომელმაც დოკუმენტის აღებაზე პირველი განაცხადი გააკეთა. პირველი ბიომეტრიული პასპორტი მალხაზ სამსონაძეს გადაეცა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიომეტრიული პასპორტი არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ. მისი თქმით, ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს გაუმარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება. “სამოქალაქო რეესტრში ორი წლის განმავლობაში ვამუშავებდით სერიოზულ პროექტს, იმისთვის, რომ საქართველოში დაწყებულიყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა. სრულიად შემთხვევით ხვდა წილად მალხაზს პირველი ბიომეტრული პასპორტის მიღების პატივი, მან პირველი განაცხადი გააკეთა”,- განაცხადა ვაშაძემ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრული პასპორტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. აღნიშნული პროექტი შვიდი მილიონი ევრო დაჯდა, სამოქალაქო რეესტრმა დაფინანსების სოლიდური ნაწილი კი ევროკავშირიდან მიიღო. საქართველოში სულ ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის სამი ცენტრი (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) იმოქმედებს. უახლოეს ხანში, ბიომეტრული პასპორტების გაცემა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიწყება. ბიომეტრული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და იგი 100 ლარი ეღირება. სამოქალაქო რეესტრი პასპორტის მიღების მსურველებს დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრული პასპორტის აღება განაცხადის შეტანიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მეხუთე სამუშაო დღეს 120, მესამე სამუშაო დღეს 150, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში 190, ხოლო იმავე დღეს 205 ლარი ეღირება. ცნობისთვის, ბიომეტრული პასპორტების გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე ძალაში იქნება დღეისათვის მოქმედი პასპორტებიც. ბიომეტრული პასოპრტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts