planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kirkitadze-daviti1-150x150.jpgქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს, მარნეულის რაიონში საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ხაზის მშენებლობა “შავი ზღვის ელექტროგადამცემი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს გარდაბანი – ახალციხისა და ზესტაფონი – ახალციხის მონაკვეთებზე 500 კვ – იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, გაძარცვული მონაკვეთების რეაბილიტაციას და ახალციხე – თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, ახალციხეში 500/400 კვ – იანი ქვესადგურის მშენებლობას მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟის ჩათვლით. კირკიტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 31 კმ.–ის მანძილზე გადამცემი ხაზის ანძებისა და ფუნდამენტების ახლით შეცვლა და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts