planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/biuro2-150x133.jpgყვარელში 17 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის 2 კომიტეტის – აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტების გასვლითი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. სხდომის მონაწილეთა მიერ დაგეგმილია სამელიორაციო ობიექტების და მექანიზაციის სერვის ცენტრების მონახულება. სხდომას დაესწრებიან: გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, კომიტეტების თავმჯდომარეები – არჩილ გეგენავა და ვახტანგ ბალავაძე, კომიტეტების წევრები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts