planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/uzen-150x150.jpgუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს, საზოგადოებას რეფორმის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით კუბლაშვილმა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების გზაზე განაცხადი გააკეთა. “პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლეებისთვის” ამ სათაურის მიღმა, ყველა ის თეორიული და პრაქტიკული ნიუანსი მოიაზრება, რომლითაც მაგისტრატმა მოსამართლეებმა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის დროს შეიძლება იხელმძღვანელონ. მსგავსი ტიპის რეკომენდაციები უკვე გამოიცა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე კი რეკომენდაციების მომზადება და მისი გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო სასამართლოსთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც, რადგან ადმინისტრაციული სამართალი კერძო პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის არსებულ ურთიერთობებს აწესრიგებს. აღნიშნული რეკომენდაციები მოსამართლეებს დაეხმარებათ სწრაფად და კვალიფიციურად განიხილონ საქმეები და ამით მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გახადონ მართლმსაჯულება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2007-2009 წლებში სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ წარმოებული დავების 50 პროცენტზე მეტს ფიზიკური და იურიდიული პირები იგებდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts