Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „საქართველოს და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის ინტერესი“


Recommended Posts

გაზეთი „რეზონანსი“ ალიანსის ლიდერ ირაკლი ალასანიასთან აქვეყნებს ინტერვიუს სათაურით „საქართველოს და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი / ირაკლი ალასანიას აზრით, თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“.

 

 

ირაკლი ალასანია ამბობს: „აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს. დღეს უკვე ნათლად დგება ის პრობლემა, თუ როგორ შევქმნით რეგიონული უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, რომელიც საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაში ხელს შეუწყობს... ამ მხრივ, მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სერიოზულად დაიწყოს საქართველომ ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან“.

 

 

„მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მე ვთვლი, რომ არსებობს რესურსი რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რეალურად დაიწყებს გზების ძიებას, როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან. მე დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ვერ ვხედავ, რომ რამე ფორმით მაინც შეიცვალოს არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ. მაგრამ, ამასთანავე, რაც მალე მოხდება ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ერთმნიშვნელოვნად წინ წასწევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ გვჭირდება, რომ განვვითარდეთ, მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას, რათა განვავითაროთ საკუთარი ეკონომიკა, დავიწყოთ აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების გზით სიარული“.

 

 

„მე ვთვლი, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. სწორედ სასიცოცხლო ინტერესებში შედის ჩვენს იმ მეზობელთან, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელია, ურთიერთობების ნორმალურ ფარგლებში ჩაყენება. თავიდანვე გითხარით, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩინა ჩემმა შეხვედრამ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-რუსული ურთიერთობის მომავალზე და მისი მხრიდანაც დავინახე სურვილი, რომ ეს ერთიერთობები ბევრად უფრო ნორმალიზებული იყოს და წარიმართოს მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პირობებში. სწორედ ამ საუბრებში გამოითქვა ის მოსაზრება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა იქნება დასაწყისი ეტაპი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი ბევრად უფრო პრობლემურ და მწვავე საკითხების გადაწყვეტაზე“.

 

 

„მე ასევე დავინახე, რომ ორმხრივ სახელმწიფო ურთიერთობებში არც ერთი საკითხი არ არის, რომლის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში ორმა ქვეყანამ ვერ შეძლოს. ამიტომაც დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს ასეთი ინტეგრაციული პროცესები, როდესაც ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩრდილო კავკასიაში არსებული საფრთხეები, რომ იქ ვითარების გამწვავება ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრისთვის წარმოადგენს საფრთხეს. პანკისის მოვლენები ყველას კარგად გვახსოვს და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს განმეორდეს. ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესშიც. ამიტომაც მგონია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი. რაც მთავარია, ჩვენ ამის ჩვენი ინტერესისთვის გამოყენება უნდა შევძლოთ“.

 

 

„საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და მე უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ შს მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, როდესაც საუბრობენ ჩრდილო კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის სტაბილური ჩრდილოეთ კავკასია. გამწვავების შემთხვევაში საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, მე დარზწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც მოახერხებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებში ნდობის გაჩენას, მათთან მოლაპარაკების დაწყებას ევროპული სტრუქტურების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისთვის, შეძლებს ერთიან სივრცეში თანაცხოვრებაზე თანხმობის მიღწევას“.

 

 

„ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით. ეს, ჩემი აზრით საქართთველოს უსაფრთხოების და განვითარების მთავარი წინააღმდეგობაა, რომლის დაძლევა, ასევე დასავლელ პარტნიორებთან ერთად შესაძლებელი გახდება, თუკი ჩვენ დროულად დავიწყებთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან... ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეთ იზოლაციაში, რომლის ნიშნები დღეს უკვე გაჩენილია. მე თუნდაც მიუნხენის კონფერენციიდან დამრჩა ისეთი განწყობა, რომ ჩვენ პარტნიორებთანაც კი საქართველომ რეალურად სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯების შემდეგ დაიწია პრიორიტეტებში და ეს სასწრაფოდ შესაცვლელია“.

 

 

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რა თქვა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვისაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო ძალიან მტკივნეულად აღქმული, როდესაც ობამა არ შეხვდა სააკაშვილს. მით უმეტეს, რომ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონია... ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიო და იგივე აშშ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც საქართველოში დემოკრატიულ რეფორმების გზაზე მთავარ ნიშანს და შემდეგ უკვე ამაზე ააშენებს საკუთარ ურთიერთობას სააკაშვილის მთავრობასთან... სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ გამართოს მსოფლიო ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები და ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ხელისუფლება ექცევა იზოლაციაში. ქვეყანაში ცვლილებები იქნება საწინდარი, რომ ჩვენ დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, ასევე მუზობლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...