planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/misha3-150x150.jpgამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთის სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ჰელმანდის პროვინციაში ახალი ქართული ბატალიონის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ბაიდენმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებსაც. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა სწორედ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული. თეთრ სახლში შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკება სენატის წარმომადგენლებთანაც გამართა. სენატორებთან რიჩარდ ლუგართან და ჯონ მაკკეინთან შეხვედრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სენატის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს გაესაუბრა. მათ შორის იმყოფებოდნენ ილეანა როსლესტინენი და ალისა შვარცი. მოგვიანებით სენატში საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართა, სადაც ქართული ტრადიციის მიხედვით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ღვინით სადღეგრძელოებიც შესვეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts