Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდა, თუმცა საქართველოში მაინც რჩება რამდენიმე სახიფათო ადგილი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha014-150x130.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს გლობალური საფრთხის შემცირებაში.

 

 

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური თანამშრომლობით მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდა, თუმცა საქართველოში მაინც რჩება რამდენიმე სახიფათო ადგილი, კერძოდ, ოკუპირებულ რეგიონები, სადაც ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი.

 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხოლოდ კოლექტიური პასუხისმგებლობით მოხერხდება ამ გლობალური საფთხისგან მომავალი თაობის დაცვა.

 

 

ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრაც.

 

 

განცხადების თანახმად, ბარაკ ობამა მოხარულია, რომ საშუალება მიეცა სამიტის ფარგლებში გასაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტს. ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის მისწრაფებას დემოკრატიული რეფორმებისადმი.

 

 

ამასთან ობამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ქვეყანას ავღანეთის ოპერაციაში შექვს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბირთვული მასალების გუვრცელებლობის საკითხში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხზეც იმსჯელეს.

 

 

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ ესაუბრა სენატორებს ჰარი რიდს და მიჩ მაკკონელსაც. შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...