planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/641_konferencia-150x150.jpgთბილისში საერთაშორისო კონფერენცია “დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში” დღეს გაიმართება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. კონფერენციაზე სებ-ს, ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარადგენს. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს თელავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში კონსულტაციებს უწევს. კონფერენციის მონაწილეები დაკრედიტების შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს განიხილავენ და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ არსებულ სიტუაციას, საბანკო სექტორში გასატარებელ რეფორმებს. კონფერენციის მუშაობაში მოანაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების, ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო ‘ქორთიარდ-მარიოტში’ გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts