planetanews Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili-zura111-150x130.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილის დღეს ქართველ ბლოგერებს და Youtube-რებს შეხვდება. როგორც “ ექსპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს შეხვედრის მიზანი სოციალური ინტერნეტ-მედიის განვითარების ხელშეწყობა – ქართულ და უცხოურ აუდიტორიაზე გათვლილი ბლოგინგის განვითარების მხარდაჭერა და მოსაზრებების გაზიარებაა თუ როგორ შეიძლება ბლოგერობის განვითარება სხვადასხვა სექტორში – შესაბამისად ქართულ ინტერნეტში სასარგებლო ინფორმაციის და გამჭირვალობის გაზრდა. “საზოგადოების ჩართვა პროფესიული ცოდნისა და ინფორმაციის წარმოების და გაცვლის პროცესში, პროფესიონალი ბლოგერების გაცნობა და მათი პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერაა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს პოპულარიზაცისკენ, გარე საფრთხეების ანალიზი და ქმედებები მათ წინააღმდეგ – მათ შორის ბლოგერთა ასოციაციის შექმნის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებაა.” -აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ერთერთი მიზანი საქართველოს პოპულარიზაციაა მსოფლიოში სოციალური მედიის საშუალებით (ტურისტული, საინვესტიციო და ა.შ პოტენციალის) შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის დეპარტამენტისა და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts