Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართული მხარე აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი მკვლელობის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo-saministro7-150x130.jpg

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის საზღვართან საქართველოს მოქალაქის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის მცხოვრები, 17 წლის იბრაგიმ გაორგაშვილის მკვლელობის სრულფასოვან და დროულ გამოძიებას მოითხოვს.

 

 

დიპლომატიური უწყება იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევის შედეგად, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 

 

“საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების ფონზე, რომელიც გამყარებულია მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებში ორი ქვეყნის ინტერესების სრული თანხვედრით, ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული მოსამსახურეების მიერ უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მეგობრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებურად მოხვედრილი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქე, პირდაპირი გასროლის მსხვერპლი არ უნდა ხდებოდეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნამიგ ჰასან ოღლუ ალიევს შეხვდა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის მწუხარებას და უსამძიმრებს დაღუპული იბრაგიმ გაორგაშვილის ოჯახს.

 

 

საქართველოს მოქალაქე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის მცხოვრები, 17 წლის იბრაგიმ გაორგაშვილი 13 აპრილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ იქნა მოკლული. მოზარდი დაკარგული საქონლის ძებნის დროს, უნებურად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეზე აღმოჩნდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...