Jump to content
Planeta.Ge

როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?


Recommended Posts

GeoStream

ქართველებსაც ომით დააბრუნებთ საქართველოში?

ესე როგორ აგერიათ თავში ზევით/ქვევით, წინ/უკან, მარჯვენა/მარცხენა, რომ ვერანაირათ ვერ დალაგდება?

 

ვისაც არ უნდა ნუ დაბრუნდება ვისაც უნდა დაბრუნდეს ძალით ვერავინ ვერავის ვერ დააბრუნებს

ჩემთვის მთავარია დაბრუნდეს მიწები ხოლო იქ ქართველი იცხოვრებს თუ სხვა ეროვნება მაგას არ აქვს მნიშვნელბა მთავარია ვრცელდებოდეს საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი და სამხედრო ძალაუფლება მთელს ოკუპირებულ მიწებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Elibo

სანამ რუსეთი წააქეზებს აფხაზეთს არაფერი გამოვა, არც ომით, არც დიპლომატიით ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობ იგი არ დათმობს პოზიციებს ყველაფერი კეტდება იმისთვის რომ ეს საქართველოს ორი ტერი

Siknadmo

არც ერთი და არც მეორე, ადამიანობაა საჭირო, რაც ქართველებს დღეს არ გაააჩნიათ, უნდა დავიბრუნოთ ოსები და აფხაზები, რომლებიც დღეს გვეზიზღება, ხოდა სანამ არ შევიყვარებთ ამ ხალხს როგორც საკუთარ სისხლსა და ხ

GeoStream

100% !! დავუმატებ: ჯერ ქართველები უნდა დავიბრუნოთ საქართველოში! რომ არ გარბოდნენ საქართველოდან... თუ ამის დაკეთებაც არ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ნაცარქექიაობა...

FRIDRIX

ვისაც არ უნდა ნუ დაბრუნდება ვისაც უნდა დაბრუნდეს ძალით ვერავინ ვერავის ვერ დააბრუნებს

ჩემთვის მთავარია დაბრუნდეს მიწები ხოლო იქ ქართველი იცხოვრებს თუ სხვა ეროვნება მაგას არ აქვს მნიშვნელბა მთავარია ვრცელდებოდეს საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი და სამხედრო ძალაუფლება მთელს ოკუპირებულ მიწებზე

 

1. ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით თქვენს მსჯელობაში. საქართველო მარტი ტერიტორია, ქვა-ღორღი ხე და ასფალტი არ არის. საქართველოს უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი (საქართველოს მოქალაქე)!!! და ნებისმიერი სხვა მსჯელობა ჩემთვის მიუღებელია,

 

2. ხელისუფლებისათვის ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა როგორც თქვენი მსჯელობიდან გამომდინარეობს - საშუალებაა.

 

3. “ხალხი, ეს არაა ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები ნებისმიერი სახით, არამედ ესა მრავალ ადამიანთა ერთობა, რომელნიც ერთმანეთთან სამართლებრივ საკითხებში თანხმობით არიან დაკავშირებულნი და საერთო საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებთ”.

 

4. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დაბრუნება" აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში დევს, სამწუხაროდ ჩვენ ვარსკვლავებს ჭაობში ვეძებთ, ვარსკვლავის დანახვას კი თავის აწევა სჭირდება.

ამ ამოცანის გადაწყვეტა არსებული აზროვნების დონეზე, უბრალოდ ილუზორულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

საქართველო მარტი ტერიტორია, ქვა-ღორღი ხე და ასფალტი არ არის.

მიწის დაბრუნების კუთხით მარტო ეგ არის

 

giauridia

საქართველოს უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი (საქართველოს მოქალაქე)!!!

ხოდა დაბრუნდნენ და იყვნენ საქართველოში მაგრამ მიიღებენ მაგ ფასეულობებს მგონია რომ ვერ მიიღებენ

giauridia

ხელისუფლებისათვის ადამიანი უნდა იყოს მიზანი

არა რის

 

ხელისუფლებისთვის ყველა ხელისუფლებისთვის ადამიანი არის

giauridia

საშუალება

giauridia

“ხალხი, ეს არაა ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები ნებისმიერი სახით, არამედ ესა მრავალ ადამიანთა ერთობა, რომელნიც ერთმანეთთან სამართლებრივ საკითხებში თანხმობით არიან დაკავშირებულნი და საერთო საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებთ”.

ქართველი ფიქრობს პირად კეთილდღეობაზე საკუთარი სტომაქის და ჯიბის ამოვსებაზე

საერთო ინტერესები სამართლებრივ საკითხებში თანხმობა ეს არის მაღალფარდოვანი ფანტასტიკური ჟანრის ოცნებები რომლებსაც ქართველი ხალხი კიდევ ძალიან დიდხანს ვერ მიაღწევს

giauridia

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დაბრუნება" აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში დევს

ეგ სიპრტყე არის ომი ან ვაჭრობა

 

giauridia

ვარსკვლავის დანახვას კი თავის აწევა სჭირდება

სამწუხაროდ ქართული რესტორნები გადახურულია და ვარსკვლავები არ ჩანს აწიონ და დაინახონ ვინ უშლით ხელს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროა შეეჩვიოთ იმ აზრს, რომ აფხაზეთი და სამაცაბლო სამუდამოდ დავკარგეთ

მადლობა მიშას :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დროა შეეჩვიოთ იმ აზრს, რომ აფხაზეთი და სამაცაბლო სამუდამოდ დავკარგეთ

მადლობა მიშას

არასოდეს არასოდეს არასოდეს!!!

 

მოვა დღე და ორივე დაბრუნდება და ქართული დროსები აფრიალდება ყველგან

 

ადამიანი დამარცხებულია მაშინ როცა თვითონ დაყრის ფარ ხმალს სანამ ქვეყანა თვითონ არ დაყრის ფარ ხმალს მანამდე არსებობს შანსი რომ დავიბრუნთ

 

 

ეგ დღე აუცილებლად მოვა აუცილებლად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მეც იგივე მინდა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა

რეალობა უნდა დაიმორჩილო და შენს სასარგებლოდ შემოაბრუნო გეოპოლიტიკურ სივრცეში საქართველოს ამხელა ძალა არ აქვს მაგრამ რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

თომას ჰობსს ნაშომ ლევიათანს და მაკიაველის ადრინდელ ნაშრომებს მახსენებს თქვენი მსჯელობა.

ჰობსის სახელმწიფოში განათლებას მხოლოდ ერთი ასპექტი აქვს - ხალხი უნდა განათლდეს იმ დოზით, რომ შეიგრძნოს, თუ რა უსაზღვროა სუვერენის ძალაუფლება და რა მოწიწებით უნდა დაემორჩილოს მას ქვეშევრდომი. ყველა სხვა განათლებას მივყავართ სახელმწიფოს დანგრევამდე.

 

ამ საკითხებზე მსჯელობისას უნდა გაცვერკვეთ ადამიანის სოციალურ არსში, გვესმოდეს რა არის სახელმწიფო და როგორ უნდა დამყარდეს მათ შორის ორგანული კავშირი. პოლიტიკური სამართლის საფუძვლები მაინც უნდა გვესმოდეს.

 

არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მორალი მტკიცე ზნეობრივ საფუძველს ეყრდნობა, პირადი ბედნიერება საზოგადოებისაგან მოწყვეტით არ განიხილება. ეს მიღებული ნორმა და ცხადი ჭეშმარიტებაა. იქ თვითდამკვიდრება საზოგადოების გარეშე, აზრს მოკლებულია.

 

საქართველო იქ არის, სადაც ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენში იგულისხმება ყველა, ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება, ვისი მიზანიც წარსულის ანალიზით მომავლის შექმნაა, სამშობლოს კეთილდღეობისთვის ღვაწლის გაღებაა.

 

დისკუსიას არ ექვემდებარება მოსაზრება:

_ სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს.

ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი - ადამიანთა ისტორია, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე.

 

არც ომით და არც ვაჭრობით და რაც მთავარია, აზროვნების ამ დონით აფხაზეთის ან ცხინვალის ნახევარ სოფელსაც ვერ დავიბრუნებთ.

"დაბრუნება" აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში დევს, და მისი ამოხსნა შესაძლებელია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროა შეეჩვიოთ იმ აზრს, რომ აფხაზეთი და სამაცაბლო სამუდამოდ დავკარგეთ

მადლობა მიშას :(

ეს საქარტველო როგორიც დღესაა ის ვერ დაიბრუნებს, სხვანაირი ქართველებით დასახლებული საქართველო დაიბრუნებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

მაპატიე ციტირების მაგივრად დავაჭირე მინუსს

 

 

რაც შეეხება ზემოთ თქმულს

 

ეგ ყველაფერი კარგია მაგრამ დღეს საქართველო მაგას ვერ შეძლებს ვერც ერთ ასპექტს აზროვნების ჩამოყალიბება განვიტარებული საზოგადოება და ა.შ. ეგ ყველაფერი არის ოცნება რომელსაც ძალიან დიდ ხნის მანძილზე არ უწერია ახდენა

 

დღეს საქართველოს ოკუპირებული მიწების დაბრუნება შეუძლია ომით ან მხოლოდ ვაჭრობით სხვა რესურსი არ გააჩნია როცა განვითარდება და რაღაცას დაემსგავსება შემდეგ შეიძლება დიპლომატიის გამყენება და სხვა მიმართულებებით მუშაობა

 

ზნეობა და მორალი მტკიცე საფუძვლები კარგია ვიმეორებ დღეს არა და არც ხვალ არც ზეგ

საქართველო ცივილიზებული ქვეყანა გგონია ? მე ვიცი რომ არ არის მაგ ტიპის ქვეყანა

 

შესაბამისად ვერ ვიმოქმედებთ როგორც ცივლიზებული ქვეყანა ამტომ რჩება არაცივილიზებული ქმედებები რომლებშიც იგულისხმება ომი ან ვაჭრობა

 

მაკიაველის გამოთქმებიდან ყველაზე ძალიან მიყვარს

 

"ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელს თავის მომხიბვლელობას კარგავს"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ეგ ყველაფერი კარგია მაგრამ დღეს საქართველო მაგას ვერ შეძლებს ვერც ერთ ასპექტს აზროვნების ჩამოყალიბება განვიტარებული საზოგადოება და ა.შ. ეგ ყველაფერი არის ოცნება რომელსაც ძალიან დიდ ხნის მანძილზე არ უწერია ახდენა

 

მაპატიე ფრიდრიხ, მაგრამ უნდა ვიყო კატეგორიული:

ციტატა "უტოპია - ერთი შეხედვით, ოცნებათა შემმუსვრელი სიტყვა. სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიცავს ირონიას, ცინიზმს, გულგრილობას. ეს სიტყვა ნებისყოფა და გონებადაქვეითებულს ოცნების სიმძიმისა და ამ ოცნების აღსრულებისათვის საჭირო ქმედებისაგან ათავისუფლებს. გულგრილი ადამიანისათვის უტოპია ის უკანასკნელი ვერდიქტია, რომლითაც ის შემოქმედ ადამიანში ქმედების სურვილის მოკვლას ცდილობს. ვერდიქტი _ “ეგ ხომ უტოპიაა”, ნიშნავს - შეწყვიტე ოცნება, შეწყვიტე წინსვლა, გახდი ისეთი უმოქმედო, როგორიც მე ვარ." /მ.თ./

 

უტოპია უდიდესი ფასეულობა, მართლაც გადაულახავი ბარიერია იმ არშემდგარი ადამიანებისათვის, რომლებიც ამ ბარიერის კედლის ძირში, საკუთარ ოცნებებთან ერთად იხრწნებიან

 

კვანტურ ფიზიკაში არის ერთობ საინტერესო, ე.წ. გვირაბული ეფექტი. ამ ეფექტის არსი შემდეგია: არის შემთხვევა, რომ ელემენტარული ნაწილაკი რაღაც ისეთი პოტენციური ბარიერის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადალახვა კლასიკური გაგებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ხდება საოცრება _ ნაწილაკი, რომელიც ბარიერის დაძლევისთვის საჭირო ენერგიას არ ფლობს, მაგრამ აქვს მისი დაძლევის უდიდესი “სურვილი”, მოულოდნელად ბარიერის მიღმა აღმოჩნდება. თუმცა რა ძალით ახერხებს ეს პატარა ელექტრონი ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, აბსოლუტურად გაუგებარია.

 

იდეალისტები, დარწმუნებულნი ვართ, რომ იდეას მატერიაში გადასვლა შეუძლია და პირიქით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ეს გვირაბული ეფექტი აბსოლუტურად ეთანადება ბუნების კანონებს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ოცნების აღსრულება არის შესაძლებელი.

თუ ადამიანი იდეას, მიზანს სიცოცხლის აზრად აქცევს, მაშინ მის სვლას ამ მიზნისაკენ ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ოცნების აღსრულება არის შესაძლებელი.

კი მეც დარწმუნებული ვარ მაგაში გეთანხმები

 

არსებობს უდიდესი ბარიერი რუსეთი რომელსაც ვერ ვლახავთ ჯერ ჯერობით სანამ ოცნებაში დრო გადის და ყველაფერს ვკარგავთ ჯობია საარტილერიო დანადგარები ისროდნენ და ქართული მიწა კიდევ ერთხელ გაძღეს მტრის სისხლით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ზნეობა და მორალი მტკიცე საფუძვლები კარგია ვიმეორებ დღეს არა და არც ხვალ არც ზეგ

საქართველო ცივილიზებული ქვეყანა გგონია ? მე ვიცი რომ არ არის მაგ ტიპის ქვეყანა

 

მიმაჩნია, რომ ჩვენი ვაჟა ფშაველა არის სოციალური ფილოფოფიის მწვერვალი, ზნეობისა და ეთიკის საფუძველი არა მარტო საქართველოსი არამედ წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას და ის არაცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო ამ გონების სიმაღლეზე ვერ ავიდოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

მიმაჩნია, რომ ჩვენი ვაჟა ფშაველა არის სოციალური ფილოფოფიის მწვერვალი, ზნეობისა და ეთიკის საფუძველი არა მარტო საქართველოსი არამედ წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას და ის არაცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო ამ გონების სიმაღლეზე ვერ ავიდოდა.

ვაჟა მეც მიყვარს

 

მაგრამ შვლის ხორციც საკმაოდ გემრიელია შენ თუ გაქვს გასინჯული მე კი ვნადირობ ხოლმე ირემიც გემრიელია

 

არსებობს გულისამაჩუყებელი მომენტები (მაგალითად შვლის მოკვლა მაგრამ ხორციც ხომ გემრიელია ?) რომლის ადგილიც დღეს ჩვენ არ გვაქვს მივიდვართ ისევ იმ მაღალფარდვან საუბრებამდე შვლის მოკვლა არ შეიძლება ტირის როცა კვდება (მე მომაკვდავი ირემის და შვლის თვალებზე ცრემლები არ მინახია)

 

ამიტომაც დროა ვიომოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

არსებობს უდიდესი ბარიერი რუსეთი რომელსაც ვერ ვლახავთ ჯერ ჯერობით სანამ ოცნებაში დრო გადის და ყველაფერს ვკარგავთ ჯობია საარტილერიო დანადგარები ისროდნენ და ქართული მიწა კიდევ ერთხელ გაძღეს მტრის სისხლით

 

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მეთოდოლოგიური შეცდომაა. ესაა პრობლემის ცალმხრივი, ალოგიკური განხილვა.

 

ვარ ომის მონაწილე, მისი დაწყებიდან ბოლო დღემდე. ვიცი რასთან მაქვს საქმე. გირჩევ ამ ეტაპზე ტყვია-წამალი შორს დამალო, შემთხვევით არ გავარდეს. საერთოდ ომს იგებენ ომამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...