planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 “მილანის” უდაო ლიდერი ჯუზეპე ფავალი დაუბრუნდა გუნდს!!! მან მიიღო მცირე ტრავმა “კატანიასთან” და შეიძლებოდა გამოეტოვებინა მატჩი “სამპდორიასთან”, მაგრამ milannews.it-ის ინფორმაციით, ჯუზეპე შეძლებს დაეხმაროს(???) გუნდს კვირას 17 საათზე. ასევე აქამდე უცნობია ვინ ითამაშებს დისკვალიფიცირებული პირლოს მაგივრად ნახევარდაცვაში, ფლამინი თუ გატუზო. ამ მომენტში ბონერა და იანკულოვსკი ისევ განცალკევებით ვარჯიშობენ. მარკო ბორიელოსაც ტრავმა აქვს, რომელმაც მას შეიძლება გენუაში წასვლაში ხელი შეუშალოს. ასევე “სამპდორიაშიც” არაა ტრავმების სიმცირე, დღეს ვარჯიშზე მარცხენა ფეხზე გარკვეული დაზიანება მიიღო ანდრეა პოლიმ და მან დატოვა ტრეინინგი. მისი თამაში “როსონერისთან” კითხვის ნიშნის ქვეშაა. ანდრეა პოლის გარდა “სამპაში” ტრავმირებულნი არიან მეკარე ლუკა კასტელაცი, რომელსაც ცვლის მარკო სტორარი, ნიკოლა პოცი და ანტონიო კასანო. წყარო 1 <a href="http://fanacmilan.com/news/andrea_poli_poluchil_travmu/2010-04-14-15617">წყარო 2 სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts