Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული რადიოს ეთერში მოდელირებულ "ქრონიკაზე” ისაუბრა

 

“ამის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან ტელეკომპანია გადაცემას რეკლამირებას მთელი კვირის განმავლობაში უკეთებდა. გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მის გაშვებაზე თანხმობა მიმეცა. გადაცემაში მთავარი, რაც ხდება, არის ის, რომ ქართული ჯარი ღალატს ჩადის და მე მკლავენ... ნებისმიერი მთავრობა გიჟი უნდა იყოს, ეს ორი რამ გაუხარდეს”, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მას შემდეგ გააკეთა, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, იცოდა თუ არა წინასწარ იმის შესახებ, რომ “იმედი” მოდელირებული “ქრონიკის” გაშვებას აპირებდა.

 

"ეს ყველაფერი სარეკლამო ფულისთვის ხდება. ეს არის ის, რაზეც დღეს თავისუფალი ტელეარხები მუშაობენ. იყო გამომწვევი, ზოგჯერ - ზედმეტად გამომწვევი; იყო აღმაშფოთებელი, ზოგჯერ - ძალიან აღმაშფოთებელი; ჩვენ ასეთ ცხოვრებასთან შეგუება გვიწევს," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...6902&act=ns

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტ ობამას ქმედებები იმედს მაძლევს!

აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს ცივი ომის რიტორიკა არ დაუსრულებია.

 

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით საქართველო ბირთვულ სამიტში იმისთვის მონაწილეობს, რომ “ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას შეუშალოს ხელი, ქვეყანა ეფექტური და გამჭვირვალე დემოკრატიის უნდა იყოს. ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ასეთი ქვეყნის აშენებისთვის ვიბრძოდით.

 

იყო შემთხევევები, როცა ჩვენს საზღვრებთან გამდიდრებული ურანის კონტრაბანდა აღმოვაჩინეთ და ამასთან საბრძოლველად ძალა და სტრატეგიაა საჭირო.

აშშ-ს შემდეგ, ჩვენ რიცხობრივად ყველაზე მეტი სამხედრო გავაგზავნეთ ავღანეთში. არის სხვა ძალისხმევებიც. ჩვენ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სფეროში და არ გვაქვს შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებებით.

 

საქართველოს არ შეუძლია, რუსულ სამხედრო ძალასთან გატოლება. შესაბამისად, რუსეთისთვის არც სამხედრო პრობლემის შექმნა ძალგვიძს… ბარაქ ობამა ბრწყინვალე ლიდერია. მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობა ნულიდან არ დაწყებოლა. მე ვაკვირდები პრეზიდენტ ობამას და ამ სამიტის განმავლობაშიც ვადევნებ მას თვალს. მისი ქმედებები იმედს მაძლევს.”

 

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...6898&act=ns

რა იბოდიალა კიდე ამან იქ?

ვინმემ იცის დანამდვილებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ყველაფერი სარეკლამო ფულისთვის ხდება. ეს არის ის, რაზეც დღეს თავისუფალი ტელეარხები მუშაობენ

სამარცხვინოა. მეტი რომ არაფერი ვთქვათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ამის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან ტელეკომპანია გადაცემას რეკლამირებას მთელი კვირის განმავლობაში უკეთებდა. გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მის გაშვებაზე თანხმობა მიმეცა. გადაცემაში მთავარი, რაც ხდება, არის ის, რომ ქართული ჯარი ღალატს ჩადის და მე მკლავენ... ნებისმიერი მთავრობა გიჟი უნდა იყოს, ეს ორი რამ გაუხარდეს”,

 

 

ხუთი ნომერი გიჟი ხარ მაშ ვინ ხარ შენი...................... :D

 

 

ისე როგორ წიოდნენ გახსოვთ,რომ მიშამ არ იცოდაო? :+:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისე როგორ წიოდნენ გახსოვთ,რომ მიშამ არ იცოდაო?

მაგიტომაც წიოდნენ, მაგრამ არ უშველა, ყელა გამოხემაში არის მოხსენიებული "პრო-ხელისუფლების არხი"

ვინ დაიჯერებს ეხლა, რომ არ იცოდა, ცალითაა ეს ქვეყანა დაფარული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ქვეყანაში ხალხის დაშტერებაზე უკეთ, არაფერი გამოსდის ხელისუფლებას...

 

და "ხალხიც", ტრადიციულად, წარმატებით შტერდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არვიცი რამდენად აცნობიერებს სააკაშვილი რომ სამარეს ითხრის მაგრამ ნებით თუ უნებლიედ საზოგადოების ფსიქოლოგიურად გატეხვასა და საკუთარი ხალხის მორალურ განადგურებაში რომ იღებს მონაწილეობას ეს ფაქტია ...

 

მომავალი კატაკლიზმებისთვის ამზადებენ საქართველოს მოსახლეობას ხალხო რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოხერხდეს და ანგლოსაქსებმა საქართველოსთან მიმართებაში არსებული გეგმების განხორციელება შეძლონ იგივე რუსეთისა და სომხეთის, აგრეთვე ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური "ელიტის" მეშვეობით..

 

ეს არის და გორის ციხე ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნებისმიერი მთავრობა გიჟი უნდა იყოს, ეს ორი რამ გაუხარდეს

მერე ეს გამორიცხავს იმას, რომ ამ მთავრობას ეს გაუხარდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მის გაშვებაზე თანხმობა მიმეცა.

ჯერ ეს

 

რაზეც დღეს თავისუფალი ტელეარხები მუშაობენ

და მერე ეს...

 

მაგარია არა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თავიდან აღვშფოთდი :) :) ,მაგრამ მერე დავამუღამე რომ ამათგან უკვე კარგა ხანია არაფერი მიკვირს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარდუს დაუძახეთ, ის მოუძებნის ახსნას. დაახლოებით ასე იტყვის, თანხმობა არ მისცა, მაგრამ რადგან ტელეარხი თავისუფალია, ამიტომაც გაუშვეს მაინცო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

კარდუს დაუძახეთ, ის მოუძებნის ახსნას. დაახლოებით ასე იტყვის, თანხმობა არ მისცა, მაგრამ რადგან ტელეარხი თავისუფალია, ამიტომაც გაუშვეს მაინცო

ნაცები რეაებს შვებიან...ჯერ ვანოს ინტერვიუ, ეხლა ეს...ისა და ფაიზაღი ალასანიას გაურიგდნენ და ძალაუფლებას აბარებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ნაცები რეაებს შვებიან...ჯერ ვანოს ინტერვიუ, ეხლა ეს...ისა და ფაიზაღი ალასანიას გაურიგდნენ და ძალაუფლებას აბარებენ

სულ მაგ ჭკუაზე არიან..იმათ თუ არ წაართვი ისე არაფრის გადმომბარებლები არ არიან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

სულ მაგ ჭკუაზე არიან..იმათ თუ არ წაართვი ისე არაფრის გადმომბარებლები არ არიან..

ხო ,არა, წართმევაც არის და წართმევაც ხო გაგიგია))!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ფაიზაღი ალასანიას გაურიგდნენ და ძალაუფლებას აბარებენ

აბა რაღა განერვიულებს? შეგიძლია მშვიდად დაელოდო სანამ ეს გადაბარება არ დასრულდება :uh:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...