planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vankuveri1-150x150.jpgვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასას, სადაც ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, სერთიფიკატი ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია, რუსეთის საციგაო ფედერაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო საციგაო ფედერაცია კი, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალურ დასკვნას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ტრაგიკულ მოვლენას და ტრასის გაუმართაობას მაშინ მსოფლიო მედია გამოეხმაურა. საერთაშორისო პრესამ მომხდარში ორგანიზატორები დაადანაშაულა. “სჯეროდათ რომ ტრასა უსაფრთხო იყო, რატომ ააგეს ასე სწრაფად უფრო მაღალი ჯებირი? რატომ გაანახლეს ყინულის საფარი? რატომ ამონტაჟებდნენ ლითონის ბოძებს დაგვიანებით? განსაკუთრებული ცინიზმი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდეთ – ისინი ცდილობდნენ ოლიმპიური თამაშები სასამართლო დავისგან დაეცვათ და ამ პროცესში, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით თავს ესხმოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელზეც იცოდნენ, რომ საკუთარი თავის დაცვას ვეღარასდროს შესძლებდა. არც ერთი სპორტული ორგანიზაცია, ვიდრე სპორტსმენს არ დაკრძალავენ, არ უნდა აცხადებდეს რომ მთელი პასუხისმგებლობა მის დაღუპვაზე მხოლოდ მას ეკისრება,”- იუწყებოდა ტრაგედიის დროს ტელეკომპანია CNN. “როგორც სჩანს, მორიგი დაშვების დროს, სპორტსმენი მე-15 მოსახვევს გვიან მიუახლოვდა და საკმარისი კომპენსაცია ვერ მოახდინა იმისთვის, რომ სწორედ შესულიყო მე-16 მოსახვევში. ამას მე-16 მოსახვევში მისი დაგვიანებით შესვლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი შეეცადა პრობლემის გამოსწორებას მან საბოლოო ჯამში ციგაზე კონტროლი დაკარგა, რაც ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. (ამ საციგაო ტრასის) ტექნიკურმა ზედამხედველებმა ყურადღებით შეისწავლეს სპორტსმენის მიერ განვლილი გზა და დაასკვნეს, რომ არ არსებობს იმაზე ფიქრის არანაირი საფუძველი, რომ ინციდენტი ტრასის გაუმართაობას მოჰყვა”,- ეწერა განცხადებაში, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ოლიმპიურმა საორგანიზაციო კომიტეტმა და მოციგავეთა საერთაშორისო ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა. “ზედმეტად სწრაფი ტრასა იყო, მსგავსი კონსტრუქციის მშენებლობის გადაწყვეტილება სერიოზული შეცდომა იყო. ტექნიკური დეტალების ძიებას აზრი არ აქვს, ფაქტი სახეზეა და ეს ტარგედიაა”- წერდა გავლენიანი გამოცემა The Washington Post. “ეს ტრაგიკული შემთხვევა სერიოზულ შეკითხვებს ბადებს იმასთან დაკაშირებით, თუ რატომ არ გაითვალისწინეს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები ტრასის გაუმართაობის შესახებ”, -ნათქვამია `გლოუბ ენს მედის` სტატიაში. აქვე მითითებულია, რომ არსებობდა გარკვეული საფრთხე სპორტსმენებისათვის ვისტლერის სასრიალო ტრასების დაქანებებსა და მოსახვევებში, რისთვისაც ორგანიზატორებს ყურადღება უნდა მიექციათ. ისეთ ექსტრემალურ სპორტშიც კი, როგორშიც ასპარეზობდა ნოდარ ქუმარიტაშვილი, რისკის დაშვებული საზღვრები არსებობს. გამოცემა “დი პროვინსი” კი მომხდართან დაკავშირებით მიუთითებდა, რომნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონიაში ცვლილებები დაუყოვნებლივ შეიტანეს. გამოცემის განმარტებით, ქართველი მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ტრასის გაუმართაობისა და იმ ფაქტის გამო, რომ სპორტსმენები ტრასაზე დასაშვებზე დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. “მას მერე, რაც ათსაათიანი “ძალიან ინტენსიური” გამოძიების შემდეგ დაჟინებით ამტკიცეს, რომ ტრასა დაცული იყო, ზუსტად იმ მოსახვევთან, სადაც ქუმარიტაშვილი დაიღუპა, მაღალი ხის კედელი ააშენეს. გარდა ამისა, საფინიშო ხაზამდე განლაგებულ, მანამდე შიშველი მეტალის ბოძები რბილი მასალით შეფუთეს და სტრატის ადგილიც შეცვალეს ისე, რომ სპორტსმენების სიჩქარეს ტრასაზე ეკლო. როდესაც ამ ნაჩქარევმა ნაბიჯები კითხვები გააჩინა, მათ განაცხადეს, რომ ყველაფერი ეს ქუმარიტაშვილის თანაგუდელებისა და მეტოქეების ემოციური მდგომარეობის გამო გაკეთდა – ყალბი თანაგრძნობა, რომელსაც თვით New York Times-მა თვალთმაქცობა უწოდა” –ასე შეაფასა მომხდარი ტრაგედია გამოცემამ Z-net. ჟურნალისტი დეივ ზირინი წერდა, რომ ოლიმპიადის გახსნისნისადმი მიძღვნილი ცერემონიის მიჯნაზე ქუმარიტაშვილი იმ ტრასაზე ვარჯიშისას დაიღუპა, რომელსაც ბევრი ექსტრემალურად სახიფათოდ მიიჩნევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეს ტრასა გაიხსნა და მისმა მშენებელებმა განაცხადეს, რომ ის “უფრო სწრაფი, უფრო დამრეცი და უფრო დაძუბალია, ვიდრე ისტორიაში აქამდე არსებული რომელიმე ტრასა”. ქუმარიტაშვილის შიშს სხვა მოციგავეებიც იზიარებდნენ. მოციგავე შეერთებული შტატებიდან მარკ გრიმეტი ქუმარიტაშვილის დაღუპვის წინა დღეს ამბობდა: “მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, ძალიან მივუახლოვდით მიჯნას”. ბობ სტორიმ ბობსლეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი დასძინა, რომ “ეს არ იყო ტექნიკური გადაწყვეტა. ეს კომერციული გადაწყვეტა იყო”. Z-net –ის განმარტებით, რაც უფრო მეტი მოციგავე ჩიოდა გარდაუვალ საფრთხეზე, მით უფრო ნაკლებად უგდებდნენ მათ ყურს. ჰანა კემპებლ-პეგი ავსტრალიიდან ასეთ კომენტარს აკეთებდა – “ტრასაზე დაყრილ პატარა ლემინგებად მივაჩნივართ? საავირო სიტუაციების გამოსაცდელი მანეკენები ვართ?”. იტალიელ არმინ ზოგელერსაც კი, მოფლიოს პირველ მოციგავეს მოუვიდა იმავე დღეს ავარია. „პირველ მცდელობაზე მე პრობლემები ტრასის ბოლო ნაწილში შემექმნა. თუკი მოსახვევების კონფიგუაციას გავითვალისწინებთ, ასევე იმ ფაქტს, რომ სიჩქარე ამ დროს საათში 95 მილს აღწევს, სპორტსმენებს შეცდომის უფლება არ რჩებათ”, – ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა ტონი ბენსჰუფმა, რომელიც ციგაზე დაშვების სიჩქარეში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მფლობელია და გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. ტრასის სირთულეზე თავად ნოდარ ქუმარიტაშვილის მამა დავიტ ქუმარიტაშვილიც საუბრობდა. ინტერვიუ მან ტელეარხ BBC –ს მისცა. “არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მე-15 და მე-16 მოსახვევები ისე იყო აგებული, რომ ტრასა ძალიან რთული იყო. როცა ნოდარი კუთხეს 145 კილომეტრ საათში სიჩქარით დაეჯახა, მან წონასწორობა დაკარგა. არ ვაპირებ, ვინმეს ვუჩივლო. ჩემმა შვილმა დაამტკიცა, რომ ძლიერი სპორტსმენი იყო. ღმერთი გადაწყვეტს, ვინ არის დამნაშავე”, – განაცხადა დავით ქუმარიტაშვილმა BBC –სთან ინტერვიუში. Wall StreeT Journal- ის განცხადებით კი, მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ შეჯახებაში ბრალი მოციგავეს დასდო და არა ტრასას და განაცხადა, რომ მან მოსახვევში ვერ შესძლო მოძრაობის დაბალანსება, მაგრამ ფედერაციის თავმჯდომარემ ჯოზეფ ფენდტმა განაცხადა, რომ ტრასა უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მის მშენებლებს ჰქონდათ განზრახული. 140 კილომეტრ საათით მოძრავი ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა ერთ-ერთ უკანასკნელ მოსახვევში გადაბრუნდა და ტრასიდან ამოვარდნილი სპორტსმენი ბოძს დაეჯახა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით 2-3 მეტრით შორს უნდა ყოფილიყო. 21 წლის დაღუპული სპორტსმენი ბაკურიანელი იყო. საციგაო სპორტის სახეობით ნოდარ ქუმარიტაშვილი ბავშვობიდან იყო დაკავებული. ქუმარიტაშვილმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ის 50 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვდა. მართალია, სპორტის ამ სახეობას ხშირად დასცინიან, რომ ის თითქოს განსაკუთრებულ ძალისხმევას ან განსაკუთრებულ უნარებს არ საჭიროებს, თუმცა სინამდვილეში ის სპორტის ურთულესი სახეობაა, რომელიც არანორმალურ სიზუსტეს მოითხოვს. ციგებს ამორტიზატორის სისტემა არ გააჩნია და ამისითვის სპორტსმენი საკუთარ სხეულს იყენებს. იმავდროულად მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ციგა არ გაუსხლტეს. ეს ყველაფერი უნდა მოახერხოს აბსოლუტურად ბლაგვი თავკავებით, მათი პირი შეიძლება გალესო მეტი კონტროლისთვის, თუმცა ცოტა თუა მზად დათანხმდეს ასეთ სიამოვნებაზე სპორტის იმ სახეობაში, სადაც ყველაფერს წამის მეათასედი წყვეტს. ციგით სრიალის დროს მართვა მხოლოდ ფეხებით შეიძლება, და ამასათანავე საჭიროა წოლა, ჭერში ყურება და საჭირო მიმართულებით მხოლოდ თვალის კიდით ცქერა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts