Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაკურიძე: ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ბრალდების მხარის მტკიცებულება გააბათილა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakuridze1-150x150.jpgყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე დანიშნულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გააბათილა.

 

 

თამაზ ბაკურიძე აღნიშნულ სასამართლო პროცესებს მონიტორინგს უწევს.

 

 

მისი ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის თითქმის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ალტერნატიული ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნასა და ერთ-ერთი მოწმის დაკითხვას შეეხებოდა.

 

 

დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად რიგი უზუსტობები გაირკვა. კერძოდ, გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულია “კულცის” ტიპის იარაღის ტყვიის გულა. ბრალდების მხარის მოწმე, როლანდ დიღმელაშვილი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ შარაშენიძეს, მან “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი გადასცა ზუბადალაშვილის მოსაკლავად. ბალისტიკურმა ექპერტიზამ კი დაადგინა, რომ ამ ტიპის იარაღი მითითებულ “კულცის” ტყვიას ხუთჯერ ზედიზედ ვერ გაისროდა. პროკურორი ექსპერტიზის ამ დასკვნას არ დაეთანხმა და ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

 

 

პროცესზე დაიკითხნენ ის ექსპერტებიც, რომლებმაც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარეს და თავიანთ ჩვენებაში ბრალდების მტკიცებულებები გააბათილეს.

 

 

შემდეგი პროცესი მომავალ ოთხშაბათს გაიმართება.

 

 

თეიმურაზ შარაშენიძე დეპუტატ ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...