planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo012-150x126.jpgსასკოლო ატესტატების გაყალბებისთვის დაგეგმილი ამინისტია, დაახლოებით 500-მდე პირს შეეხება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამნისტიის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთა დანაშაულიც 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის შეძენას და ან გამოყენებას უკავშირდება. ჩახნაშვილმა თქმით, აღნიშნული წლების განმავლობაში სასკოლო ატესტატების გაყალბების შემთხვევებს მასიურად ჰქონდა ადგილი, რადგან სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, მისაღები გამოცდების ახალი სისტემით – ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმით ჩატარების შესახებ. ამასთან, პარლამენტი აღნიშნულ პროექტს, საბოლოოდ უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts