planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi13-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ კოლეგის დიმიტრი ლორთქიფანიძის ნარკოშემოწმებასთან დაკავშირებით წინადადებას მიესალმებიან და მზად არიან თმის ღერის მეთოდით ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ. როგორც ჟურნალისტებს მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, მმართველ გუნდს და სასამართლო ორგანოების წარმოამდეგნლებს, მაგალითი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა მისცენ. ახვლედიანის განცხადებით, თუ შემოწმების მეთოდი ყველა საჯარო მოხელისთვის შემდგომ კანონდმებლობით დაინერგება, საჭირო თანხები სერიოზულად უნდა იქნეს დათვლილი. ახვლედიანს ინფორმაცია არ აქვს არიან დეპუტატთა რიგებში არიან თუ არა ნარკომანი კანონმდებლები, თუმცა მათ არსებობას არც გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ქიმიური ნარკოტიკული ექსპერტიზის სამსახური მზად არის ე.წ. თმის ღერის მეთოდით ნარკოტიკებზე შესამოწმებლად დეპუტატები 26 აპრილიდან მიიღოს. საჯარო მოხელეების თმის ღერის მეთოდით ნარკოტიკებზე შემოწმების ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კოლეგებს შესაბამისი ინფორმაცია დღეს წერილობითი ფორმით მოაწოდება, მათ შორის ,,ლეიბორისტული პარტიის’’ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში არიან. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ლორთქიფანიძეს იდეას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც წინადადება მოიწონა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts