planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 15 აპრილს, 09:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ქართველი და გერმანელი მეღვინეების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრება. 15 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ სააღსრულებო სისტემასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიხსნება. 15 აპრილს, 10.30 საათზე სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.თემა: ‘დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში’. 15 აპრილს, 10:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საფრანგეთის სენატის სენატორებსა და სათათბიროს დეპუტატებს შეხვდება.სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტი’ 15 აპრილს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს-ს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე #117-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მანდატურებს წარუდგენენ.მის: ვარკეთილი, მესამე მასივი, თრიალეთის ქ.№7 (სატელეფონო სადგურთან) 15 აპრილს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს.კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრილს 11:30 საათზე, ჰამბურგის ციხეში დაღუპული დავით მარდიანის ოჯახის წევრები და ახლობლები გერმანიის საკონსულოსთნ საპროტესტო აქციას გამართავენ. 15 აპრილს, 11:30 საათზე,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიის გაამწვანებენ. 15 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘ბეტსში’ ‘ეროვნული საბჭოს’ ლიდერების შეხვედრა გაიმართება.თემა: ‘ზეწოლა, მუქარები და საარჩევნო დარღვევები’.მის: მაყაშვილის ქ. #42/44 15 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ‘კავკასიურ სახლში’ პოლიტიკურ პარტიებს ‘საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გავრცობილ კონცეფციას’ და კომისიის მუშაობის ერთწლიან შედეგებს გააცნობს.მის: გალაკტიონის ქ. #20 15 აპრილს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი პროექტის ‘ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის’ მონაწილეებთან შეხვედრას გამართავს.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 15 აპრილს, 13:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ‘ლუმოსის’ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ ალდერ შლეიდს შეხვდება.კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრლს, 13:00 საათზე, ‘პრაიმთაიმის’ პრესკლუბს სტუმრად ‘კონსერვატორი’ ზვიად ძიძიგური ეყოლება. 15 აპრილს, 13.00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე დიდუბის ტერიტორიულ სამსახურში მოქალაქეს პირველ ბიომეტრიულ პასპორტს გადასცემს.მის: წერეთლის გამზ. #67 15 აპრილს, 13:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მაგისტრი მოსამართლეებისთვის სიახლეზე პრესკონფერენციას გამართავს. 15 აპრილს, 14:00 საათზე, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ზუგდიდში ‘საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ’ ფილიალს გახსნის. 15 აპრილს, 14:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე პოლონეთის ელჩს ურსულა დოროშევსკას შეხვდება.კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ საზოგადოებრივი მოძრაობის ‘სოლიდარობა უკანონო პატიმრებს’ ორგანიზებით ე.წ. უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გაიმართება. 15 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი (#239) 15 აპრილს, 16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრილს, 21.00 საათზე, კლუბ ‘ტრიუმფში’ სილამაზის კონკურსის ‘მის ილიაუნი 2010′ დასკვნითი საღამო გაიმართება.საკონტაქტო პირი: ილია გოგლიძე – 895 54 49 97 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts