Jump to content
Planeta.Ge

უოლკოტი:”მთავარი შედეგია”


Recommended Posts

http://i045.radikal.ru/1004/61/2f777e72230f.jpgარსენალის ფეხბურთელმა ტეო უოლკოტმა ტოტენჰემთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.მისი თქმით ფეხბურთელები და თვით ვენგერიც დიდი მოუთმენლობით ელიან ამ მატჩს.ჩვენ ჯერ კიდევ გვაქ ჩემპიონობის შანსები.ტოტენჰემმა ბოლო მატჩი პორტსმუთის წინააღმდეგ ინგლისის ასოციაციის თასის 1/2 ჩაატარა სადაც უემბლიზე 0-2 დამარცხდა,და ეს კარგია ჩვენთვის.ბოლო წლებში ამ მატჩებში ძალიან დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებები იმართება და მე ვფიქრობ მამლებთან თამაშისას მთავარი იქნება შედეგი და არა თამაშის ხარისხი.ტოტენჰემს თავისი მიზნები აქვს ისინი 4 ადგილისათვის იბრძვიან,მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.ამ ბოლო დროს ისინი ბრწყინვალედ ასპარეზობენ და ჩვენ ვიცით თუ რას უნდა ველოდოთ მათთგან.ეს იქნება ფანტასტიკური მატჩი.ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ქულები ჩვენსა და ჩელსის შორის სხვაობა 3 ქულაა.ამ სეზონში ჩვენ 2-2 მატჩი წავაგეთ ჩელსისთან და მანჩესტერთან მაგრამ ჩვენ ისევ საჩემპიონო რბოლაში ვართ.წინა სეზონში მანჩესტერმა გრანდებთა ვერ ითამაშა მაგრამ მათ ჩემპიონატი მაინც მოიგეს.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...