Jump to content
Planeta.Ge

ედუარდო:”როდესმე მინდა რომ ვითამაშო ბრაზილიაში”


Recommended Posts

http://i061.radikal.ru/1004/9e/085ee5fd86f8.jpg

არსენალის თავდასხმელმა ედუარდომ აღიარა, რომ როცა იქნება იგი ტავის კარიერა ძალიან სურს რომ გააგრძელოს და დაბრუნდეს თავის მშობლიურ ბრაზილიაში. თავდასხმელი ბრაზილიიდან ხორვატიის ნაკრებში გადავიდა და იქ გამოდის ხორვატიის სახელით. მაგრამ ედუარდოს გული ყოველთვის მის მშობლიურ ბრაზილიაშია. ედუარდოს არსენალთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს, მაგრამ მას მისი კარიერის დასრულება ბრაზილიის ჩემპიონატში სურს დასრულება. “არსენალთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაქვს და ძალიან მოხარული ვარ ლონდონში ყოფნით. ვფიქრობ, რომ აქ დავრჩები, მაგრამ კარგი ვარიანტი იქნებოდა ბრაზილიის კლუბში თამაშიც. ჩემი ოცნებაა ვითამაშო ვასკო და გამაში. ბავშვობაში მახსოვს რომარიოს საუკეთესო თამაშები ამ გუნდში, ის იყო ჩემი იდეალი ფეხბურთელი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი თავდასხმელი. ბრაზილიური ფეხბურთი უნიკალურია. მაგრამ მე ევროპული ფეხბურთით ვტკბები, ასე რომ მეთუ ბრაზილიაში დავბრუნდი ბევრის შეცვლა მომიწევს. ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ბრაზილიაში. მინდა ვთქვა, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მაგრამ მე ამ დროისთვის კონცენტრირებული ვარ ტოტენჰემთან პრემიერლიგის შეხვედრაზე. ტოტენჰემთან მოგებით ჩვენ კვლავ დავრჩებით ტიტულისთვის ბრძოლაში და ჩვენ ამ დავალებისთვის მზად ვართ.” – განაცხადა ედუარდომ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...