planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tv-logo.jpegნიუ–იორკის ადგილობრივი საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით კვირაში ერთსაათიანი ქართულენოვანი საინფორმაციო გამოშვება გადაიცემა, რომელიც იქაური მრავალრიცხოვანი დიასპორის ცხოვრებას ასახავს. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უწყების აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირველი პრეცედენტია და მისი აპარატი მუშაობს, რომ ქართულ ენაზე საინფორმაციო გამოშვებები ქართველების კომპაქტურად ჩასახლების სხვა ადგილებში, განსაკუთრებით თურქეთსა და კვიპროსში ამოქმედდეს. კომიტეტი სახელმწიფო მინისტრის ანგარიშს გაწული საქმიანობის შესახებ, პერიოდულად მოისმენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts