Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 30 ათასამდე საქმეს შეეხება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dzagnidze-daviti-150x150.jpgადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დაახლოებით, 30 ათასამდე საქმეს შეეხება

 

 

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა.

 

 

ძაგნიძეს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაახლოებით 12 მილიონზე ამბობს უარს.

 

 

ძაგნიძეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდიამ დაავალა აღნიშნული მონაცემები დააზუსტოს და პროექტი წარდგენისას პარლამენტის სხდომაზე განაცხადოს, რადგან დეპუტატები ამასთან დაკავსირებით ინფორმაციას ისედაც მოითხოვენ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ’’ კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და მათზე დარიცხული საურავებისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებმაც ,,ადმინსიტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსით’’ გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს.

 

 

კანონპროექტის მიხევდით, ადმინსიტრაციული სახდელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც ჯარიმები ნარკოდანაშაულისთვის, კულტურული ძეგლების დაზიანებისთვის, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაეკისრათ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...