Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პოლიციამ ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveb2-150x130.jpgპოლიციამ საჩხერის რაიონის სოფელ ცხუმარეთში მცხოვრები იური მაჩაიძე დააკავა. მაჩაიძე, რომელიც 12 აპრილს აიყვანეს, საკუთარი ძმის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

 

 

1942 წელს დაბადებული სერგო მაჩაიძე მისივე ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ, წალდის თავში ჩარტყმით მოკლა. მკვლელობა წყალტუბოს რაიონ სოფელ ჩუნეშში გასულ წელს მოხდა. იური მაჩაიძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძმის გვამი საძოვრზე გადაათრია და მის დაწვას შეეცადა.

 

 

2009 წლის 24 ნოემბერს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 108 მუხლით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშის საძოვრზე მამაკაცის ამოუცნობი გვამის პოვნის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოუცნობი გვამი სერგო მაჩაიძე იყო.

 

 

იური მაჩაიძე სამართალდამცავებმა 2010 წლის 12 აპრილს დააკავეს. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა. ძიებას წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...