planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://image.geotorrents.com/images/tvmciwasji9mcn9w820d.jpg დღეს დილით "კალიარის" პრეზიდენტმა ჩელინომ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა მასიმილიანო ალეგრი.როგორც Sky Sport 24 იუწყება, ამ ფაქტმა იტალიელი მწვრთნელი "იუვენტუსთან" კიდევ უფრო დაახლოვა.ვრცელდება ხმები იმის შესახებაც, რომ ალეგრიმ უკვე განუცხადა თანხმობა ტურინელებს და იგი მომავალი წლიდან გუნდს გაწვრთნის.ჟურნალისტი ვერონიკა ბალდაჩინი აცხადებს:"ჩვენამდე მოაღწია ჭორმა იმის შესახებ, რომ ალეგრიმ უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი და იგი მომავალი სეზონიდან ტურინულ გუნდს სათავეში ჩაუდგება.ალეგრიმ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა,სარდინიელთა პრეზიდენტმა კი ეს ყველაფერი ტურინელებთან კავშირს დაუკავშირა, სწორედ ამიტომ მასიმილიანოს დაკავებული პოსტი დროზე ადრე დაატოვებინეს."შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის "კალიარისთან" კონტრაქტი 2011 წლამდე ჰქონდა და მის გაგრძელებას არ აპირებდა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts