Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კალიგრაფიის კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება რუსთაველმა დათა მაისურაძემ მიიღო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartuli-kaligrafia1-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 

 

გამარჯვებულთა შორის, რომელთა დაჯილდოვებაც დღეს გაიმართა, 12 მოსწავლე ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონების სკოლებიდან არიან.

 

 

რუსთაველი მოსწავლის დათა მაისურაძის ნამუშევარმა ყველაზე მაღალი შეაფასება მიიღო, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ საპატიო სიგელით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

 

 

როგორც კირკიტაძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, მსგავსი კონკურსების ჩატარება მნიშვნელოვანია ენის პოპულარიზაციისთვის.

 

 

“ვისურვებდი, რომ დღემდე მოსული ჩვენი ენა უფრო გაძლიერდეს და ძალიან მიხარია რომ, ამ კონკურსში აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა”, – აღნიშნა პრეზიდენტის რწმუნებულმა.

 

 

დაჯილდოვების ცერემონია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძეც დაესწრო, რომელმაც კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად დიპლომები და პორტატული კომპიუტერები გადასცა.

 

 

როგორც სეფერთელაძემ განაცხადა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად ქართული დამწერლობა და ქართული ენა დღემდე ბრწყინავს და იარსებებს ყოველთვის.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...