Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მინაშვილი: ნიკარაგუასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება არასერიოზული თამაშია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/minashvili_akaki-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ნიკარაგუასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმება, არასერიოზული თამაშია.

 

 

როგორც ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ფაქტს არავითარი სერიოზული შეფასება არ უნდა მოჰყვეს.

 

 

,,ყველამ იცის, რომ მსოფლიოს 99% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სეპარატისტებსა და ნიკარაგუას შორის შეთანხმების გაფორმება, არასერიოზული თამაშია. საქართველო გააგრძელებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებას’’, – განაცხადა მინაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

 

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ცხინვალის რეჟიმის საგარეო საამეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა და ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამუელ სანტოს ლოპესმა, რომელიც ცხინვალში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ასევე, გაფორმდა ოქმი მხარეთა შორის კონსულტაციების შესახებ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...