Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნოღაიდელის აჭარელი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ ვარშალომიძე ხელისუფლებასთან დაპირისპირების იმიტაციას ახდენს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashalomidze1-150x150.jpgმოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების იმიტაციას ახდენს.

 

 

ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელის აჭარელმა თანაპარტიელებმა მამუკა კაკალაძემ, ჯუმბერ კობალაძემ და დიმიტრი ჭეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 

 

როგორც მათ აღნიშნეს, რომ ორი დღის წინ ლევან ვარშალომიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების მორიგი სცენა გაითამაშა.

მათი თქმით, ეს მეთოდი მოსახლეობის მოსატყუებლად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ადრეც გამოუყენებია.

 

 

“სამართლიანი საქართველოსთვის” წევრებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ ვარშალომიძემ გილაურს ~პრეტენზიები~ ორი წლის წინ, 2008 წლის 7 აპრილის მთავრობის სხდომაზეც წაუყენა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადგილობრივი კადრების დანიშვნის (დამლაგებლების დონეზე) უფლებამოსილება მოითხოვა. ამ ~პროტესტის~ შედეგი კი ის იყო, რომ ბათუმის სანიტარული დასუფთავების უფროსად ლევან ვარშალომიძემ საკუთარი მეგობარი დანიშნა.

 

 

“ეს ფაქტი კარგად ახსოვთ აჭარაში და ვარშალომიძის გუშინწინდელი სვლაც ძველი სცენარის უნიჭო გაგრძელებად შეფასდა, _ აღინიშნა პრესკონფერენციაზე.

 

 

მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის’’ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელები აჭარის მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რათა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის მართვის მოძველებული, მანკიერი სტილი, ერთხელ და სამუდამოდ, ჩაბარდეს წარსულს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...